ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, „თბილისობა” არ გაიმართება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელს „თბილისობა” არ გაიმართება.
როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიებები ლაივრეჟიმში ჩატარდება და მოსახლეობას ტელევიზორით შეეძლებათ ყურება.
„თქვენ ყველამ იცით, რომ „თბილისობა” არის ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და შესაბამისად, „თბილისობის” ღონისძიებები იქნა გაუქმებული. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ დავგეგმოთ კონცერტები მხოლოდ ლაივრეჟიმში”, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
