"ივანიშვილის მთავრობა მხდალია, მათ ჩემი ვიზიტის ეშინიათ"-აფგან მუხთარლი
ივანიშვილის მთავრობა მხდალია, მათ ჩემი ვიზიტის ეშინიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„ივანიშვილის მთავრობა მხდალია, მათ ჩემი ვიზიტის ეშინიათ, იმიტომ, რომ ეს მათ დანაშაულებს გამოააშკარავებს. მათ არ შეუძლიათ იმის დამალვა, რაც ჩაიდინეს და ისინი პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ყოველ დანაშაულზე,“- წერს აფგან მუხთარლი.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში გამომგზავრებას დღეს აპირებდა, თუმცა ამის უფლება არ მიეცა.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განმარტა, რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაზე.
როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში, შესაბამისად, ავიაკომპანია „აირზენა“ ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს.
სიახლეები
- "ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება" - კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- "ჩვენი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს" - ირაკლი კუპრაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
- "ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა" - ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივნისიდან
