"ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახური შელახეს" - მძევლის პირველი კომენტარი
ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და გავრცელებულ ვერსიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მასსა და შეიარაღებულ პირს შორის შესაძლოა კავშირი არსებობდეს.
ხვიბლიანი თავდამსხმელთან სავარაუდო თანამზრახველობას უარყოფს და აცხადებს, თუმცა მომხდარის დეტალებს მედიასთან არ იხსენებს, მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.
"ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო და რასაც ავრცელებენ. ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახური შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ეს მე მგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი.
დანარჩენი, რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას, იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა, ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ, მიმდინარეობს გამოძიება და თუ იქნება საჭირო, გამოძიება იტყვის ყველაფერს.
სერგო ჩაჩიბაია ვინ არის, საერთოდ არ ვიცი, ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. არა, მე სამხედრო პოლიციის მანქანას არ წავუყვანივარ, მე ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში. გამოვცხადდი სამსახურში და შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბაზაზე," - განაცხადა დავით ხვიბლიანმა.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
