"შესაძლოა, ხვალიდან კლინიკაში გადავიდე"- თენგიზ ცერცვაძე
შესაძლოა, ხვალიდან კლინიკაში გადავიდე, გააჩნია, როგორ წავა ინფექცია, იქნება ისე, როგორც გუშინ და დღეს იყო, თუ დამძიმდება. ტემპერატურის მომატება მაქვს -37,8, ხველა მაქვს ძალიან შემაწუხებელი, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.
„წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო ჩემი დაინფიცირების წყარო, რადგან იმდენ პოტენციურ დაინფიცირებულს ვხვდები. ყველასგან შეიძლებოდა გადამდებოდა, თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინფიცირებულია. ვერაფრით გავიგებ, ვინ არის. მეუღლე ჩემზე უკეთ არის. მას ჯერჯერობით თვალების წვა აქვს და ყურების დაგუბება, სხვა სიმპტომები არ აქვს. მე რაც მაქვს, ეს პრაქტიკულად არ განსხვავდება იგივე გაციებითი დაავადებებისგან, ანუ იგივე გრიპისგან, რაც ადრე გადამიტანია. ტემპერატურის მომატება მქონია ზუსტად ასეთივე, ყელის ტკივილი მქონია ზუსტად ასეთივე, საერთო სისუსტეც თან ახლავდა იმას და ხველაც. ჯერჯერობით, მე რაც მქონდა ეს არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან, მაგრამ თუ „კოვიდი“ გამოვლინდა მისი სპეციფიკური გართულებებით, რისთვისაც გვეშინია „კოვიდის“ და აქვს თრომბოემბოლიური გართულება, დისტრეს სინდრომი, თავის ტვინი დაზიანება, გულის დაზიანება, აი, ის უკვე იქნება განსხვავებული, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ ეს ასე ვთქვათ, საშიში სიმპტომები და საშიში გართულებები არ მაქვს. თუ ტემპერატურამ ისევ აიწია, თუ ანალიზებმა აჩვენა რომელიმე გართულების საფრთხე, მაშინ დავწვები. ამ ეტაპზე მხოლოდ ვიტამინებს ვიღებ, სიცხის დამწევებს და ბევრ სითხეს. არავითარი გადასხმები არ არის საჭირო, ჯობია სითხე დალიო ჩვეულებრივად. ოღონდ შეიძლება წვენებიც დალიო, ყავაც და ჩაიც მაგრამ ორი-სამი ლიტრი სითხე უნდა დალიო და მინიმუმ, ნახევარი აქედან უნდა იყოს სუფთა წყალი, რადგან წყალი არის ყველაზე კარგი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“