June 8, 2026

„სპექტრი“ მონაწილეობს პროექტში - „მცირე თემებში ბუნებრივი და ტექნოგენური ფაქტორებით გამოწვეულ კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება შავი ზღვის აუზის რეგიონში – IMPACT+“

„სპექტრი“ მონაწილეობს პროექტში „მცირე თემებში ბუნებრივი და ტექნოგენური ფაქტორებით გამოწვეულ კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება შავი ზღვის აუზის რეგიონში – IMPACT+“, რომელიც ხორციელდება საქართველოში, რუმინეთში, მოლდოვასა და ბულგარეთში.

პროექტის განხორციელება მონაწილე ქვეყნებში 2024 წლის 11 ივლისს დაიწყო.

პროექტში ჩართულია ოთხი პარტნიორი ორგანიზაცია:

  • წამყვანი პარტნიორი – რუმინეთის წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოება, გალაცის ფილიალი (რუმინეთი);
  • პარტნიორი N2 – საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო (მოლდოვა);
  • პარტნიორი N3 – ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ხელისუფლებების კავშირი (ბულგარეთი);
  • პარტნიორი N4 – იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (საქართველო).

პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზის რეგიონის მცირე თემებში, განსაკუთრებით კი სოფლის დასახლებებში, კატასტროფების რისკების პრევენციის, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება.

 

შავი ზღვის აუზის რეგიონის ქვეყნების წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ბუნებრივი კატასტროფებისადმი მაღალი მოწყვლადობა და კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედებაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ აისახება მცირე თემებზე, რომლებიც ხშირად განიცდიან კლიმატის ცვლილების შედეგებს, თუმცა არ გააჩნიათ საკმარისი შესაძლებლობები პრევენციის, ინფორმირებულობისა და შესაბამისი მომზადების მიმართულებით. ასეთ თემებს ხშირად არ ჰყოფნით რესურსები კატასტროფების შედეგებთან გასამკლავებლად, ხოლო მათი გეოგრაფიული დაშორების გამო სახელმწიფო უწყებების რეაგირება შედარებით მეტ დროს მოითხოვს.

 

IMG 1036

 

პროექტის საერთო მიზანია შავი ზღვის აუზის რეგიონის მოსახლეობაზე ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების ზემოქმედების შემცირება და მათი მდგრადობის გაძლიერება კლიმატის ცვლილების პირობებში. პროექტის ფარგლებში მცირე თემებს მიეწოდებათ პრაქტიკული და მარტივად გამოსაყენებელი ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირებას, განსაკუთრებით კი მოწყვლადი მოსახლეობის ჯგუფებისთვის.

 

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები შავი ზღვის აუზის რეგიონში. პროექტი ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებასა და შესაბამისი უნარების განვითარებას, რაც შეამცირებს საფრთხეებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისა და ინფრასტრუქტურისთვის.

 

გარდა ამისა, პროექტი უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების მდგრადობას პარტნიორულ ორგანიზაციებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის გაღრმავების, თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმებისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, მათ შორის პროექტის დასრულების შემდეგაც.

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგია შავი ზღვის აუზის რეგიონის სამიზნე მცირე თემებში კატასტროფების რისკების პრევენციის, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს.

პროექტი ფინანსდება Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის მხარდაჭერით.

წაკითხვა 114 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.