Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 703 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 912 PCR ტესტით.
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მაისიდან პურის ფასი გადაიხედება და დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-2 სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს.
თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 318 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 496 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16%.
