Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 901 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 223 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.36%.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერის და საკრებულოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი შადრევნის დაზიანებული დეტალების აღდგენას მოიცავს.
„ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვს. პარტიის წევრებმა #59-ე საოლქო კომისიაში აღნიშნული მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალური ქსელით აუცრელ მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია არსებობს კოვიდთან ბრძოლის საწინააღმდეგო საშუალება და მას სიკვდილის რისკის შემცირება 90%-ით შეუძლია.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გვიან ღამით თანასოფლელებს შორის დაწყებული დაპირისპირება სამი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა.