ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა კერძო სექტორსაც უნდა ჰქონდეს და მსურველებმა საკუთარი სახსრებით შეძლონ აცრა, ხოლო სახელმწიფო დაფინანსებით შეძენილი ვაქცინით მოწყვლადმა ჯგუფებმა ისარგებლონ.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მათ „რემდესივირით“ 100-ზე მეტ მძიმე ავადმყოფს უმკურნალეს და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა.
ზვიად შალამბერიძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ვაქცინის მისაღებად მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრს ესტუმრა და ვაქცინის მისაღებად მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო.
ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს, თუ მკაცრად უნდა იყოს გათვალისწინებული რეგულაციები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ყველა ვაქცინას სიკვდილიანობა ნულამდე ჩამოჰყავს.