“მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“, – ამის შესახებ „ფედრეალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თბილისში, საბურთალოს რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრა.
,,ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა”,- ამის შესახებ ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ
გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
,,ის იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული პარამეტრებით, თუმცა, მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ იმიტომ, რომ გადაყვანა უნდოდათ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მკურნალობას ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს.
