Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 921 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 071 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.71 %.
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინდური შტამი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუდასტურდათ.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანების მასობრივი შეკრებამ, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაართულოს და COVID-19-ის ახალი, "ოლიმპიური" ვარიანტიც კი წარმოქმნას. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იაპონიის ექიმთა კავშირის ხელმძღვანელმა, ნაოტო უეიამამ განაცხადა.
თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.
28 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი.
„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამ დროისთვის რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია.
