November 22, 2024

მარტი 29 2019 წაკითხვა 970 ჯერ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

მარტი 28 2019 წაკითხვა 6094 ჯერ

ეკონომიკის მინისტრის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

მარტი 28 2019 წაკითხვა 6873 ჯერ

მარტის ბოლომდე საქართველოში ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მარტი 28 2019 წაკითხვა 935 ჯერ

თელავში შვილმა დედა დაჭრა.

მარტი 27 2019 წაკითხვა 1204 ჯერ

1 აპრილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლების ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებას იწყებს.

მარტი 27 2019 წაკითხვა 6133 ჯერ

პოეტი დავით მაღრაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა, "ქართული ოცნების" ოპონენტი ხდება. ის ახალ მოძრაობას აფუძნებს. მაღრაძემ საზოგადოებას ვერის ბაღიდან მიმართა.

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ისევ საზოგადოებრივ აქტივობას უბრუნდება და 13 აპრილს შეკრების გამართვას გეგმავს. პოეტი დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს ყველას, ვინც, მისივე განცხადებით, განსაცდელში ღირსების შენარჩუნება შეძლო.

დავით მაღრაძემ საგანგებო მიმართვის დროს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ყოფილი ხელისუფლება წარსულს უარყოფს, მმართველმა პარტიამ კი მომავალი უარყო.

დავით მაღრაძის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი არ მოსწონს, თუმცა უფრო მწვავე კრიტიკა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მისამართით, არ გაუჟღერებია.

ვინ იქნებიან მაღრაძის თანამოაზრეები, პოეტი არ აკონკრეტებს. დავით მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ მის გვერდით ძმები გაჩეჩილაძეები იდგნენ. "კურიერის" შეკითხვაზე, ხომ არ შეუერთდებიან მას ეკა ბესელია და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" წასული წევრები, პოეტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა დავით მაღრაძემ ეს არც უარყო. „მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია, ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირება აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს 02:00 საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე. მათ, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მათ, ვინც მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით. „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, „ოცნებამ“ კი მომავალი უარყო. შევეცადოთ, შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივა,“ - განაცხადა დავით მაღრაძემ.

http://rustavi2.ge

გვერდი 525 სულ 554
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.