„სოციალური დისტანცია ყველაზე კარგი და ეფექტური გზაა ვირუსის დასამარცხებლად“- ფრიდონ შუბითიძე

“ამერიკელ კინოპროდიუსერს, ჰარვი ვაინშტეინს საპატიმროში კორონავირუსი დაუდგინდა”, “ამერიკელი სენატორი კორონავირუსით დაინფიცირდა”-ამ და სხვა სახის სათაურებს მსოფლიო მედიაში უკვე ხშირად ვხვდებით.

ახალი კორონავირუსი არ ცნობს ღარიბსა და მდიდარს, არ ცნობს თუ რომელი რელიგიის მიმდევარია, პოლიტიკოსია თუ უბრალო გლეხი, ქართველია, ამერიკელი, იტალიელი თუ ა.შ.

 

აშშ-ში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა 29 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში, 22 მარტის მონაცემებით 32 356 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია - 414  და გამოჯანმრთელებულია - 178.

 

რა ვითარებაა ამ დროისთვის ამერიკაში? რას აკეთებს ხელისუფლება იმისათის რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს? - ამ და სხვა კითხვებზე FirstNews.ge-ს ამერიკის ერთ-ერთი ელიტარული და უძველესი კოლეჯის - Dartmouth-ის პროფესორი ფრიდონ შუბითიძე ესაუბრა.

 

-ამერიკაში კორონა ვირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა ყოველ წუთში იცვლება. უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ამერიკის მთავრობა  ამ გამოწვევას მომზადებული ვერ შეხვდა. საკმარისი ტესტები არ იყო. ყველა ტესტის გაგზავნა ერთ ცენტრში ხდებოდა,  რაც დიდ დროს მოითხოვდა. შესამაბამისად დაინფიცირებულების რიცხვი იყო ძალიან მცირე, რეალობასთან აცდენილი. ამ ბოლო დღეებში ცენტრალურმა მთავრობამ გადადგა სწრაფი ნაბიჯები, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით მოხდა 50 მილიარდი დოლლალის მობილიზირება კორონა ვირუსის დასამარცხებლად. ამ პროცესში ჩაერთო სახელმწიფო და კერძო ბიზნესი და დაიწყო სწრაფი ტესტირებები. უნდა აღვნიშნო, რომ ჯერ-ჯერობით ვირუსის განკურნების წამალი პრეპარატი არ არსებოს. დღეისათვის ვირუსის შეჩერების ყველაზე კარგი მეთოდია „სოციალურად დისტანცირება“. სწორედ ამიტომ ადამიანებს შორის ურთიერთობების შესამცირებლად („სოციალურად დისტანცირება“) ადგილობრივმა დაწესებულებებმა და კომპანიებმა თანამშრომლებს მოსთხოვეს სახლებიდან დისტანციურად მუშაობა. დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტეტბი. მოითხოვეს ლაბორატორიების, რესტორნებისა და ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვა. დაუშევებელია 10 ადამიანზე მეტი შეხვედრები და ამ დროს ადამიანებს შორის მანძილი მინუმუმ 2 მეტრი უნდა იყოს. 

 

- თქვენი აზრით რატომ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი და როგორ ფიქრობთ რა ზომები უნდა მიეღო ჩინეთს, რომ ვირუსი მთელ მსოფლიოს არ მოსდებოდა?

- COVID-19 სწრაფად გავრცელების ძირითადი მიზეზებია:

  1.  ვირუსს აქვს ბურთის ფორმა და წამონაზარდები („ეკლები“). ამ წამონაზარდების რაოდენობა დაახლოებით 22 -ჯერ მეტია ვიდრე 2002 წლის კორონა ვირუსს ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ COVID-19-ს შეუძლია, ამ 22 წამონაზარდით უფრო მეტი ალბათობით  შეუერთდეს  („მიეწებოს“) ზედაპირს წინამორბედ ვირუსებთან შედარებით.
  2. ACE-2 (Angiotensin converting enzyme 2) ანგიოტენზინის გადამყვანი ფერმეტები/რეცეპტორები მარტივად იერთებენ COVID-19-s წამონაზარდებს. ACE-2   ფერმეტები დიდი რაოდენობით არის ფილტვების და გულსისძარღვის უჯრედებში.   
  3. ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამინაზე ხდება სიმტომების გამოხატვამდე. კვლევებმა აჩვენეს, რომ 5 ინფიცირებულიდნ 4-ის ინფიცირება ხდება იმ პიროვნებისგან, რომელმაც არც კი იცის რომ ვირუსის მატარებელია.  ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო რომ „სოციალურად დისტანცირება“ პირობები უნდა დაიცვას ყველამ. უნდა ჩათვალოთ ყოველი ჩვენგანი არის ვირუსის მატარაბელი და შეგვიძლია დავაინფიციროთ ჩვენს გარშემო მყოფი საყვარელი ადამიანები ისე, რომ არც ვიცოდეთ. 
  4. დღევადნდელ გლობალური ეკონომიკის პირობებში, ადამიანები დიდი სიხშირით გადადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეზე და ხდებიან ვირუსის (და სხვა დავადებების) სწრაფი გადამტანები. სამწუხაროდ, ჩინეთმა COVID-19-ს შესახებ ინფორმაცია ორი თვით დამალა და არ გახადა ცნობილი მსოფლიოსთვის. ამის შედეგად, სხვა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს პრობლემის გათვითცნობიერბა და ვირუსის გავრცელების დროული პრევენცია ვერ მოხერხდა. შესაბამისად გავრცელდა ყველა კონტინენტზე/ქვეყანაში,  გარდა ანტარქტიდისა.  COVID-19 უკვე გახდა სახიფათო არა მარტო ჩვენი ჯამრთელობისათვის, არამედ მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრების სტილი, მსოფლიო ეკონომიკა და ჯერ ჯიდევ არც ვიცით სრულად რა ეფექტი ექნება მომავალში.  

 

- რამდენად სწორად მოქმედებს საქაართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა?

- COVID-19-ს სწრაფი და ეფექტური დამარცხება მოითხოვს მთავრობის, ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოების სრულ ჩართულობას. ზოგადად ეს ბრძოლა შეიძლება დავყოთ რამოდენიმე ეტაპად:

 

პირველი ეტაპი არის ქვექნის გარედან ინფექცის გავერცელების შეზღუდვა. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ, განსაკუთრებით დაავადებათა ცენტრის ხემძღვანებლობამ დროულად და სწორად გაატარა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიცაზიის მითითებები. სწორედ მათი პროფესიონილზმის შედეგია, რომ დღევანდელი მონაცემებით საქართველო  წარმატებებით გაუმკლავდა გარედად შემოსულ ინფექციას და მოახდინა მისი ლოკალიზაცია.  ამ შედეგებისთვის დაავადებათა ცენტრის ხემძღვანებლობა და მისი ყველა წევრი ნამდვილად იმსახურებს საქართველოს მოქალაქეებისგან დაფასებას. 

 

მეორე ეტაპი, როცა იწყება ინფექციის შიგა გადატანა/გავრცელება. აქ უკვე აქტიურად უნდა ჩაერათოს მთავრობა და თვითონ საზოგადეობის ყოველი წევრი. ჩემი შეფასებით და დღევანდელი მონაცემებით საქართველოს მთავრობამ გადადგა სწორი ნაბიჯები, როდესაც არაკრიტიკული სამსახურების, რესტორნების, მოედნების, სკოლების დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. საზოდადოებამ უნდა დაიცვას რეკომენდაციები. სოციალური დისტანცია ყველაზე კარგი და ეფექტური გზაა ვირუსის დასამარცხებლად. 

რეკომენდაციების სრული დაცვისათვის მთავრობამ უნდა გადადგას კომლექსური ნაბიჯები ადამინების და ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად. კერძოდ, აუცილებელია მოხდეს მოქალაქეებისთვის მატერიალური (მედიკმენტების, სურსათი, მინიმალური საყოფაცხოვრებო ნივთების) და ფულადი დახმარების გადაცემა, ფასების კონტროლი, ბიზნესის დახმარება.

 

მესამე ეტაპი - ამ ეტაპზე აუცილებელი იქნება შიმშილობისა და ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება. კერძოდ ახლავე უნდა მოხდეს სურსათის მომარაგება, რამდენიმე თვით, შემუშავდეს გეგმა საჭირო მედიკამენტებისა და  საკვების შემოტანის ან ადგილობრივი წარმოების შესახებ. არ უნდა გამოირიცხოს, რომ შექმნილი ვითარების გამო სამედიცინო და საკვები პროდუქტების მოწოდება შეჩერდეს რაღაც პერიოდით.  

ჩამოთვლილი ეტაპები, მოიცავს COVID-19-ს ეფექტურ დამარცხებასა და ადამიანების ჯამრთელობისა და ეკონომიური მდგომარეობის შენარჩუნებას. მისი განხორციელება მოითხოვს უდიდესი თანხების მობილიზაციას. მაგალითისთვის, ამერიკის ცენტრალური მთავრობა აპირებს 1 ტრილიონი დოლარის დახმარების პაკეტის მიღებას და ევროკავშირმა გამოაცხადა 750 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის მიღება კორონა ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტების თავიდან აცილებისათვის. თუ დახმარების იგივე პროპორციას გადავიტანთ საქართველოზე, მაშინ  საქართველოსთვის აუცილებელია 10 მილიარდი დოლარის მობილიცაზია. 

 

- როგორ ფიქრობთ რამდენხანს გაგარძელდება ეპიდემია?

- COVID-19-ს ვირუსი ახალია და ჯერ კიდევ ვსწავლობთ მის მიერ გამოწვეულ ეფექტებსა და გავრცელების სიჩქარეს. ამის გამო  ძნელია ზუსტად ვიწინასმეტყველოთ  რამდენხანს გაგრძელდება ეპიდემია.  ამერიკის მთავრობის გაანგარიშებით ეს შეიძლება გაგრძელდეს  12-18 თვე.  მე ვფიქრობ,  რომ თვითონ   კორონავირუსი გავრცელების შენელება მომდევო 1-2 თვეში დაიწყება. თუმცა, მოსალოდნელია, რომ შემოდგომით ისევ დაიწყოს ზრდა. იმედი მაქვს უკვე შემოდგომისათვის გვექნება სამკურნალო პრეპარატი და ვაქცინა. უკანასკნელი მონაცემებით კარგი შედეგები აჩვენა მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის (hydroxychloroquine) და ანიტიბიოტიკის (azithromycin) კომბინაციამ: კერძოდ შესწავლა ჩატარდა საფრანგეთში 36 დაინფიცირებულ ადამაიანებზე. აქედან 20 ადამაინს  აძლევდნენ 600 mg (hydroxychloroquine) ყოველ დღე და 16 ადამიანს უტარებდნენ ჩვეულებრივ მკურნალობის პროცედურას. კვლევამ აჩვენა, რომ 10 (20-დან ) დაინფიცირებული პირის ვირუსის ტესტის დადებითიდან გახდა უარყოფითი მე -5 დღეს,  (ანუ 10 პირი გამოჯამრთელდა) და მე-6 დღეს გამოჯამრთელებულების რიცხვი გაიზარდა 14 მდე (70 პროცენტი). 6 პაციენტი დამატებით იღებდა ანტიბიოტიკს (azithromycin). ამ 6 პაციენტიდან 5-ის გამოჯამრთელებმა მოხდა მესამე დღეს.  აღნიშნული მედიკამენტები, რა თქმა უნდა,  არავინ უნდა მიიღოს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

 

- როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

- COVID-19-ს ვირუსმა უკვე შეცვალა მთელი მსოფლიო. ამ ეპიდემიამ დაგვანახა, რომ გლობალიზაციის დროს ყველა ქვეყანა უნდა იყოს გამჭირვალე და უნდა ახდენდეს ჭეშმარიტი ინფორმაციის გავრცელებას. ვხედავთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის მზად გაუმკლავდეს ამ დონის ინფექციას და გლობალურად გადაჯაჭვული ეკონომიკა კიდევ უფრო ართულებს ასეთი გამოწვევების თავიდან აცილებას. ჩემი აზრით, ყველა ქვეყანა გადახედავს თავის დამოკიდებულებას გლობალურ ეკონომიკის მიმართ. მოხდება ეკონომიკის უფრო ოპტიმიზიცია და დაიწყება ადგილობრივი ეროვნული ეკონომიკური, სოციალური და მეცნიერული პოტენციალის განვითარება. კერძოდ,  ქვეყნის შიგნით დაიწყება  საწარმოების შექმნა ადამიანების მინიმალური არსებობისათვის, საკვებითა და წამლებით წარმოებისათვის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს საქართველოში ადგილობრივი სასურსათო და სამედიცინო წარმოების შექმნა და ბაზრის დაცვა ადგილობრივი პროდუქტებისათვის. 

 

- რას ურჩევთ საზოგადოებას?

- ეს არის რეალური ეპიდემია, რომელსაც შეუძლია ადამიანის მოკვლა და ეკონომიკის მთლიანად განადგურება. მხოლოდ ერთად შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. უნდა შევასრულოთ ექსპერტების მითითებები. ვირუსი არავის არ არჩევს, ვრცელდება სწრაფად, და არ აქვს ძალიან დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი თუ დროულად არ მოხდება სტაციონალური მკურნალობა. ახლა მთავარია არ მოხდეს ერთდროულად ადამიანთა დიდი რაოდენობით დაავადება, რათა არ მოხდეს ჯამრთელობის სისტემის  მთლიანი ჩამოშლა. ექიმების დაუხმარებლად მას შეუძლია სიკვდილიანობა გამოიწვიოს ახალგაზრდებშიც  და მოხუცებშიც. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ამ ბრძოლაში მთელი მსოფლიო ერთად ვართ  და რაც სწრაფად შევასრულებთ ექსპერტების რჩევას მით  უფრო სწრაფად მოხდება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.

დღეისათვის COVID-19  შეჩერების და ამ მდგომარეობიად სწრაფად გამოსვლის გზა ჩვენს ხელშია და ეს  „სოციალურად დისტანცირებაა“.

 

წაკითხვა 2788 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.