ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ღია პირველობა კალათბურთში, 2011-2012 წლებში დაბადებულ ვაჟ კალათბურთელთა შორის.
გარემოს ეროვნული სააგენტო 8-11 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„ევროპის საშობაოდ მორთული ჯადოსნური ქალაქები“-CNN-მა 12 ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ბრიანსკის სკოლის მერვეკლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. დაიღუპა მისი კლასელი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია კიდევ ოთხი მოსწავლე, ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევა ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, სკოლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა. იუწყებიან, რომ იარაღი მამამისს ეკუთვნოდა.
გამოცემა "7x7" სოციალურ ქსელში ადგილობრივების პოსტების მიხედვით წერს, რომ მოსწავლემ სკოლაში დააგვიანა, კლასში შესულმა კი ხუთჯერ ისროლა. მის მოტივებზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ტელეგრამის არხზე ადგილობრივები წერენ, რომ გოგო თანაკლასელების მხრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ბულინგის მსხვერპლი. კლასელებს შორის კონფლიქტის ვერსიას განიხილავენ სამართალდამცველებიც.
სკოლიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და პედაგოგები, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. შენობა შემოსაზღვრულია და ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ, საქმე აღიძრა მკვლელობის მუხლით.
პოლიციამ დააკავა თავდამსხმელის მამა, რომელსაც ამჟამად კითხავენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში გაასაღა 16 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომლებიც მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები და მხილების მიზნით, მიმდინარეობს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა.