ნატო-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და იმის დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს.
რუსეთის, რუსეთის შეიარაღებული ძალების, რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის სიამაყეს, ოპერატიულ ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ“-ს ( ინდექსი 9K720 ) გუშინ შეურაცხყოფა მიაყენეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს.
მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების" მაშინდელმა ბოსებმა - თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
26 მაისი, ყველაზე ნათელი, ყველაზე ქართული, ყველაზე კეთილშობილი დღესასწაული საქართველოში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ზურაბ მარშანია წერს.
„ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა. ეს არის ოლიგარქიული კლასიკა!“ - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
