საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ზაფხულის სერიების ბოლო მატჩში პორტუგალია 23:14 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.
საქართველოს წყალბურთის ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე ტურის შეხვედრაში, შეჯიბრების მასპინძელს, უნგრეთს დაუპირისპირდა, წააგო ანგარიშით 14:18 და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ჩვენი გულშემატკივრების განსაკუთრებული ინტერესი ახლა ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" მისამართით იქნება. 21 წლის ქართველ გარემარბს, რომელიც კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სავარაუდოდ, 23-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ჯერ აკლიმატიზაცია ექნება გასავლელი და მორალური მხარდაჭერა აუცილებელია.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთის ნაკრების ბრწყინვალე დებიუტი შედგა - ისტორიული, პირველი თამაში ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა და თითქმის გაინაღდა პლეი ოფის საგზური. ქართველმა წყალბურთელებმა ბრაზილიის ნაკრებს მოუგეს, ანგარიშით 14:10.
ლაშა ტალახაძე ექვსგზის ევროპის ჩემპიონი გახდა. ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს +109 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მადრიდის „რეალმა“ კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მე-14-ჯერ გახდა თასის მფლობელი.