30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს დიდი ხნის წინ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი მოგეცემათ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ამაში სარგებლის პოვნას შეძლებთ. პესიმისტი საფრთხეს ხედავს ყველა შესაძლებლობაში , ხოლო ოპტიმისტი - შესაძლებლობას ხედავს ყველა საფრთხეში. ვერძი კი გამოუსწორებელი ოპტიმისტია!
კურო
დრო, საკუთარ ფინანსებზე იზრუნოთ. ლოგიკური აზროვნებისა და ყურადღების წყალობით ოჯახური ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას შეძლებთ. გარდა ამისა, ანალიტიკური უნარი გიკარნახებთ, ფული რა მიმართულებით დააბანდოთ და საკუთარი ბიუჯეტი როგორ გაზარდოთ. ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი გეგმა და ქმედება წარმატებული იქნება.
ტყუპები
ტყუპების ცხოვრებაში ინტუიციისა და ბრმა იღბლის ადგილი არ არის, რადგან შესაძლოა, ყველაზე შეუფერებელ დროს გიღალატონ. ამიტომ ბედნიერი შემთხვევის და გარემოებათა ხელსაყრელი განვითარების მოლოდინი არ უნდა გქონდეთ.
თუ წარმატების მიღწევა გსურთ, მხოლოდ ლოგიკურ აზროვნებას უნდა დაეყრდნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხარო გაუგებრობები გელით.
კირჩხიბი
ემოციების მოზღვავების მიუხედავად, წონასწორობის გრძნობას არ კარგავთ, რაც საშუალებას გაძლევთ, ქვეცნობიერის დონეზე იგრძნოთ და მიხვდეთ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება.
თქვენთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს სხვა ადამიანების განწყობა, მათი მოქმედების მოტივები და აზრებიც კი. თქვენი გაძლიერებული გამჭრიახობა ტელეპათიას ემსგავსება!
ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს რეალობა, და თქვენთვის მნიშვნელოვანი სიტუაციის არსს ჩასწვდეთ.
ლომი
ამ დღეს, საკუთარი თავის გარდა, არავის უნდა ენდოთ - ნებით თუ უნებურად, ვიღაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდებთ. ეს ეხება როგორც უცნობებს, ისე კოლეგებს, მეზობლებს და ნათესავებს.
ყურადღებით მიმოიხედეთ და შენიშნავთ,რომ ვიღაც ცდილობს დაგაზიანოთ, თქვენს ზურგს უკან ჭორებს ავრცელებს და ინტრიგებს ხლართავს. შესაბამისად, თქვენი წარმატების გასაღები სიფხიზლეა და ეცადეთ, ყურადღება წამითაც არ მოადუნოთ.
ქალწული
ამ დღეს საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ. რატომღაც გადაწყვიტეთ, რომ აკონტროლოთ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება. გეგმიდან ნებისმიერ გადახვევას პირად შეურაცხყოფად აღიქვამთ. თუ გსურთ, რომ ამ დღემ, გაღიზიანების ნაცვლად, დადებითი ემოციები მოგიტანოთ, უნდა შეეგუოთ, რომ სამყაროს ცენტრი არ ხართ და მსოფლიო თქვენზე არ არის დამოკიდებული.
სასწორი
ამ დღეს თქვენს ნებისმიერ წამოწყებას მხარდაჭერა და მოწონება ელის და ეს, ბიზნესის გარდა, სიყვარულს და ურთიერთობებსაც ეხება. თუ რომანტიკულ ნაცნობობას ან სიყვარულის ახსნას გეგმავთ, ამისთვის უკეთეს დროს ვერ იპოვით.
გარდა ამისა, ეს დღე მოგებიანი კონტრაქტების დადების, ახალი ნაცნობობისა და თანამშრომლობის საშუალებას მოგცემთ და ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
მორიელი
ამ დღეს ჰაერიც კი გაჯერებულია დაძაბულობით, რამაც შეიძლება, დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს! შესაბამისად, თქვენი წარმატების გასაღები სიფრთხილე და მოთმინებაა.
სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება და დაპირისპირება. კოლეგებთან უბრალოდ კამათი კი შეიძლება დიდი სკანდალით დასრულდეს.
ეცადეთ პროვოკაციებს არ აჰყვეთ და ემოციები აკონტროლოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე მშვილდოსანს გამოცდას მოუწყობს, თუმცა მას საკმარისზე მეტი ძალა აქვს იმისთვის, რომ გამოწვევას გაუძლოს. გამორიცხული არ არის, კამათში მონაწილეობა, საკუთარი ინტერესების დაცვა და გარშემო მყოფთა თავდასხმების მოგერიება მოგიწიოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ აღელვების ნაცვლად, კამათში საჭირო არგუმენტები მშვიდად მოძებნოთ. თუ ემოციებს არ აჰყვებით, შესაძლოა, გამოსავალი ადვილად იპოვოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები ნაყოფიერ დღეს გპირდებიან, თუმცა საეჭვოა, ეს შესაძლებლობა ღირსეულად შეაფასოთ. პირიქით, უმიზეზო გაღიზიანებას და უკმაყოფილებას იგრძნობთ. შესაძლოა, ამის მიზეზი ბოლო დროს მომხდარი მოვლენებია ან უბრალოდ დაიღალეთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, დამშვიდდეთ და ახალ მოვლენებს შეეგებოთ, რომლებსაც ცხოვრება გიმზადებთ.
მერწყული
ამ დღეს თქვენში შესანიშნავი ორგანიზატორის უნარი გაიღვიძებს, რაც თქვენს ხელმძღვანელებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. სახლში ყველაფერს აკეთებთ, რომ თქვენ გარშემო არავინ მოიწყინოს და ოჯახის წევრების გაღიზიანება მაქსიმალურად გაანეიტრალოთ. მოკლედ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
თევზი
გირჩევთ, საკუთარი გეგმების განხორციელებაზე უარი თქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი ზოგი წამოწყება შუა გზაზე გაჩერდება ან მარცხით დასრულდება. იქნებ ჯობს, ერთი დღე დაიცადოთ და გეგმების განხორციელებას ხვალიდან შეუდგეთ?
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში