31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ურთიერთობებისკენ ლტოლვა შეიძლება მუდმივად მოვლენების ცენტრში ყოფნის სურვილში გადაიზარდოს. ვერძისთვის ჩვეულებრივ შიმშილზე საშინელი შეიძლება ინფორმაციული შიმშილი იყოს!

შეგიძლიათ, გვერდით მყოფ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ - სამსახურზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე… თუმცა თქვენს აზრთან მცირე უთანხმოებასაც კი არ აპატიებთ.

 

კურო

დილიდან სიჯიუტის დემონსტრირებას ახდენთ - თქვენთვის აზრის შეცვლა და დარწმუნება თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ამას თავისი უპირატესობაც აქვს - თუ საკუთარ პრინციპულობას სწორად გამოიყენებთ, შეიძლება მთები გადადგათ.

მოერიდეთ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას - მათი შედეგი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.

 

ტყუპები

ამ დღეს ორ, ერთმანეთის სრულიად საპირისპირო ხასიათს ავლენთ - მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებთ ან პირიქით, ყველაფრის მიმართ გულგრილი ხართ. სავარაუდოდ, იღბალი ყველაზე შეუფერებელ დროს გიღალატებთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად უნდა იყოთ.

 

კირჩხიბი

ვარსკვლავები კირჩხიბს მშვიდ დღეს ჰპირდებიან, თუმცა ამისთვის სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და გარშემო მყოფებთან კამათს მოერიდოთ.

შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი იმედები არ გაამართლოს ან მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ ამას უნდა შეეგუოთ. სავარაუდოდ, გარშემო მყოფებისგან ძალიან ბევრს ითხოვთ. შეამცირეთ მოთხოვნები და თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ.

 

ლომი

ყველაფერში, რაც სიყვარულს, ოჯახურ და მეგობრულ კავშირებს და სხვა ურთიერთობებს ეხება, წარმატება გელით. მეგობრებისა და ოჯახის წრეში, ბიზნესპარტნიორებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს.

ეს დღე ახალი ნაცნობობისთვის განგაწყობთ, რომელიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს.

მარტოხელა ლომი, სავარაუდოდ, თავისი რომანტიკული ფანტაზიების გმირს შეხვდება.

 

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმისა და პროექტების დასაწყებად. ბიზნესის, კარიერის და სიყვარულის მიმართულებით შეგიძლიათ თამამად გადადგას ნაბიჯი, რომელსაც დიდი ხანია ვერ ბედავთ.

შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ხელი და გული სთხოვოთ, ხელმძღვანელს ხელფასის გაზრდაზე ესაუბროთ, ახალი სამსახურის ძებნა ან რემონტი დაიწყოთ - თქვენს ხელში ნებისმიერი საქმე წარმატებისთვისაა „განწირული“.

 

სასწორი

საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ვინმესთვის გაზიარების სურვილი გაქვთ და მზად ხართ, მისი მფარველობა იკისროთ. თუ თქვენ თვალწინ ვიღაცას უსამართლოდ ექცევიან, მზად ხართ სუსტის მხარდასაჭერად ბრძოლაში ჩაერთოთ!

სამართლიანობის გრძნობა ნებისმიერ ადამიანს ამშვენებს, მთავარია, ბოლოს „სუსტი და დაჩაგრული“ კისერზე არ დაგაჯდეთ.

 

მორიელი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, სასურველ გამარჯვებას მიაღწიოთ. სავარაუდოდ, გარემოება თქვენ სასარგებლოდ განვითარდება და რომელიმე პროექტში წარმატებას და აღიარებას მოგიტანთ.

შესანიშნავია დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ვარსკვლავები მორიელს ენერგიას, იღბალს და თავდაჯერებულობას ანიჭებენ. ასეთი რესურსით გამარჯვება უზრუნველყოფილი გაქვთ.

 

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს თქვენს სიტყვებზე, საქმეებზე, გრძნობებზე და აზრებზეც კი ბევრი რამაა დამოკიდებული! შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელზედაც თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ასე რომ, აკონტროლეთ რას ამბობთ და აკეთებთ. ნათელი აზრები და კეთილი საქმეები აუცილებლად სიკეთით დაგიბრუნდებათ.

 

თხის რქა

შესაძლოა, სხვა ადამიანის ზეწოლას ვერ გაუძლოთ და თქვენთვის წამგებიან პირობებს დათანხმდეთ. თუმცა, შეიძლება პირიქით მოხდეს და ზეწოლა სხვა ადამიანებზე განახორციელოთ.

ასეა თუ ისე, ამ დღეს თქვენს ურთიერთობას გარშემო მყოფებთან იდეალურს ვერ ვუწოდებთ. უთანხმოება რომ კონფლიქტში არ გადაიზარდოს, ეცადეთ, „ოქროს შუალედი“ იპოვოთ.

 

მერწყული

ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, სწრაფად და ადვილად მოგვარდება. გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავთ, ხოლო ბედი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ.

წარმატებული შესყიდვები, სასიხარულო სიახლეები, მაცდური შეთავაზებები, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა და რომანტიკული შეხვედრები - ამ დღეს ბედს ნამდვილად ვერ დაემდურებით. გახსოვდეთ, „წარმატება მოდის არა მასთან, ვინც ადრე დგება, არამედ მასთან, ვინც კარგ ხასიათზე იღვიძებს.”

 

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მთლიანად ოჯახს და მეგობრებს დაუთმოთ. ბიზნესში, სამსახურსა ან სწავლაში განსაკუთრებული მიღწევები მოსალოდნელი არაა, სამაგიეროდ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში საკუთარი თავის სრულად გამოვლენას შეძლებთ!

მეგობრული მხარდაჭერა და გულწრფელი საუბრები სიმშვიდეს მოგიტანთ და გააცნობიერებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

მარტოსული თევზები შეიძლება მონათესავე სულს შეხვდნენ.

წაკითხვა 344 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.