26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მარტს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერი სირთულის ამოცანას ადვილად უმკლავდებით. ძველ მეგობართან გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ, პრობლემას სხვა მხრიდან შეხედოთ და თავი უფრო მსუბუქად იგრძნოთ თავი. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - ირჩევთ ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი დაგეგმოთ.
კურო
ამ დღეს იმას მიიღებთ, რასაც იმსახურებთ. სავარაუდოდ, ეს თქვენთვის სასიამოვნო რამ იქნება. ხელსაყრელი დღეა შორიდან ჩამოსულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ადამიანს, რომელიც ბევრჯერ, უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.
ტყუპები
სექსუალური აქტივობის მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, თუმცა ყველაზე მეტად მაღალი სოციალური სტატუსის მქონე, მდიდარი ადამიანები გიზიდავთ. ბევრი ტყუპისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თემები ვალებს და ალიმენტებს უკავშირდება. ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.
კირჩხიბი
მოვლენების მიმდინარეობას ნუ დააჩქარებთ. უბრალოდ, თვალი ადევნეთ და მოლოდინის პოზიცია დაიკავეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა აქტივობამ შეიძლება იმის საპირისპირო შედეგი მოგიტანოთ, რასაც ელით. უსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, ისინი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს.
ლომი
ეს დღე ხელსაყრელია სპორტისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. თავად გადაწყვიტეთ რა გირჩევნიათ - ვარჯიში, სახლის დასუფთავება თუ სექსი. ეს უკანასკნელი თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ამ დღეს ინტიმურ ურთიერთობას სიყვარულზე მეტად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო აქტივობას უკავშირებთ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. შესაძლოა, სწორედ ის გაიცნოთ, ვისაც დიდი ხანია ელოდით. თუ უკვე ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებთ, ამ დღეს შეიძლება „მეორე სუნთქვა“ გაგეხსნათ და თავი ისევ თაფლობის თვეში იგრძნოთ.
სასწორი
სახლის დალაგებას დილიდან დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით დაიწყებთ. ცდილობთ დასუფთავების გარდა, დაზიანებული ნივთების შეკეთება და ავეჯის გადაადგილებაც მოასწროთ. სახლიდან გაიტანეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ და მხოლოდ აურას აბინძურებს.
მორიელი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. სიამოვნების მიღებისკენ მიმართული თქვენი ნებისმიერი გეგმა წარმატებული იქნება. შეგიძლიათ თამამად გაიცნოთ ახალი ადამიანები და რომანტიკულ პაემანზე წახვიდეთ. შეიძლება ეს ადამიანი თქვენი მეორე ნახევარი ვერ გახდეს, მაგრამ ეს ურთიერთობა ბევრ დადებით ემოციას დაგიტოვებთ.
მშვილდოსანი
ამჟამად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხებია. შეიძლება რაღაც დიდის და ძვირადღირებულის შესაძენად გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ან პირიქით, ახლობლის მხარდაჭერის წყალობით სასურველი ნივთის შეძენა შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ და უახლოესი ადამიანები მიიწვიოთ.
თხის რქა
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში მართალი ხართ, ამ დღეს ადამიანებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას არ უნდა ეცადოთ. ყველას აქვს უფლება სიტუაციის შესახებ საკუთარი აზრი და ხედვა ჰქონდეს. ამ დღეს გონება ფიქრით ზედმეტად არ უნდა გადატვირთოთ.
მერწყული
თუ საკუთარი აზრების ახლობელი ადამიანებისთვის გამხელას ვერ ბედავთ და ფიქრობთ, რომ მეგობრებს თქვენი არ ესმით, ცდებით. თქვენს მიმართ ყველა დადებითად არის განწყობილი, უბრალოდ მათთან გულწრფელად, პრეტენზიების გარეშე საუბარი უნდა სცადოთ. ხელსაყრელი დღეა პატარა წვეულებისთვის - სუფრაზე რაც უფრო მეტი გემრიელობა იქნება, მით უკეთესი.
თევზები
მეგობრები თითქმის გაიძულებენ, რომ ოთხ კედელში ჩაკეტილმა სიზარმაცე დაძლიოთ და გარეთ გახვიდეთ. დღე შესანიშნავად ჩაივლის თუ დივნიდან ადგომა შეძელით. ცხოვრება მშვენიერია, ამიტომ ძილსა და უსაქმურობაში დრო არ უნდა დაკარგოთ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი