27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა და პროფესიული საქმიანობის შეცვლაც მათ რიცხვში შედის. შესაძლებლობები, რომლებსაც მიიღებთ, იმდენად მოულოდნელია, რომ შეიძლება არ დაიჯეროთ. მთავარია, დრო და შანსი ხელიდან არ გაუშვათ და სწრაფად იმოქმედოთ.

 

კურო

ახალი საქმის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. ამ დღეს ყველა ურთიერთობის განმსაზღვრელი თქვენი პირადი სიმპათია ან ანტიპათია იქნება. არავითარ შემთხვევაში არ შეურაცხყოთ ან განაწყენოთ ადამიანი, რომელზედაც დამოკიდებული ხართ. ეს შეიძლება არა მხოლოდ სამსახურის და შემოსავლის, არამედ ჯანმრთელობის დაკარგვის ფასადაც დაგიჯდეთ.

 

ტყუპები

ამ დღის დევიზია „ყველაფერი ან არაფერი“. ის შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ყველაფერი მიიღოთ და მწვერვალზე ახვიდეთ ან პირიქით, ყველაფერი დაკარგოთ. თუ ერთ საქმეზე ფოკუსირებას შეძლებთ და რისკის არ შეგეშინდებათ, შეგიძლიათ სერიოზულ შედეგებს მიაღწიოთ.

 

კირჩხიბი

არ არის გამორიცხული, რომ ახალი ჰობი იპოვოთ, რომელიც საბოლოოდ, თქვენს მთავარ პროფესიად იქცევა. უსმინეთ საკუთარ სურვილებს. თუ ცეკვა გსურთ, იცეკვეთ, თუ გიყვართ, გამოუტყდით, თუ საკუთარი საქმის დაწყება გსურთ, უნდა დაიწყოთ. ამ დღეს ყველაფერი გამოგივათ.

 

ლომი

შესანიშნავი დღეა უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობა დიდ ძალისხმევას წაიღებს. შეეცადეთ მათზე ზეწოლა არ მოახდინოთ. შესაძლოა, წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ, რომელიც მომავლის შესახებ გიამბობთ. საღამოს ეცადეთ, ხანდაზმული ნათესავები მოინახულოთ ან ტელეფონით მაინც დაეკონტაქტოთ

 

ქალწული

საქმის მიმართ პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულებით და პრინციპულობით გარშემო მყოფთა ნდობას და პატივისცემას მოიპოვებთ. ზედმეტად ნუღარ ეცდებით ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას, ეს უკვე შეძელით.

 

სასწორი

მზად ხართ მეგობრებს პრაქტიკული რჩევებით დაეხმაროთ, მაგრამ არავინ გისმენთ. ამ დღეს ძვირად ღირებული ნივთის შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ - ფულის დაზოგვის დროა. სიყვარულში, ნაზი პაემნის ნაცვლად, ქარიშხლიანი სცენა გელით. ოპონენტებთან შეთანხმებას ნუ ეცდებით, სამართლიანობის აღდგენა უნდა მოითხოვოთ.

 

მორიელი

მორიელის პიროვნებას სიყვარული აყალიბებს და სიყვარულივე ახდენს გავლენას მორიელის ღირებულებათა სისტემაზე. თქვენი სიყვარულის შუამავალი შეიძლება მეზობელი ან მეგობარი გახდეს. გრძნობებს ნუ დამალავთ, თქვენს ცხოვრებაში ბედნიერი მომენტები აღიქვით, როგორც ბედის საჩუქარი.

 

მშვილდოსანი

დღის მეორე ნახევარში დადებითი აურა შესუსტდება, სიამოვნებისკენ ლტოლვა კი გაიზრდება. დიდმა ტყუილმა შეიძლება მშვილდოსნის სულიერი ტრანსფორმაციის პროცესი შეანელოს. საჭირო არაა საოცნებო იდეალის ძიებაში პარტნიორები იცვალოთ. დროა, არჩევანი გააკეთოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ.

 

თხის რქა

ხელსაყრელი დღე სულიერი ზრდისა და ჰარმონიული განვითარებისთვის. თუ ყურადღებით იქნებით, შეიძლება თქვენი მეორე ნახევარი იპოვოთ, რომელსაც დიდი ხანია, ელით. თუ ძალიან გინდათ, აუცილებლად მიიღებთ იმას, რაც ბედნიერებისთვის გაკლიათ.

 

მერწყული

ბევრი მერწყული ებრძვის ცდუნებას, რომ გაწყვეტილი ურთიერთობები არ აღადგინოს. ადამიანი, ვისთანაც სიყვარული გაკავშირებდათ, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდეს. თუ საკუთარი სურვილში დარწმუნებული არ ხართ, გირჩევთ მხოლოდ ტელეფონზე საუბრით ან sms ურთიერთობით შემოიფარგლოთ.

 

თევზები

ამ დღეს ინტელექტუალურ საქმიანობასა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები გელით. ეცადეთ, თქვენი ცხოვრება უფრო კომფორტული გახადოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნებით, როდესაც სხვა ადამიანებთან სრულფასოვან თანამშრომლობას შეძლებთ.

წაკითხვა 326 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.