Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 321 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 134 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს.
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.
საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 -ელი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
Yandex Go-მ მუშაობა დღეს ქუთაისში დაიწყო. ქუთაისი მეოთხე ქალაქია საქართველოში, სადაც Yandex Go-ს სერვისი გამოჩნდა. მანქანის შესაკვეთად უნდა ჩამოტვირთოთ Yandex Go-ს აპლიკაცია, გახსნათ და მიუთითოთ სად გსურთ წასვლა. სერვისი თავად განსაზღვრავს მომხმარებლის ადგილმდებარეობას, „გეოლოკაციის“ ფუნქციის დახმარებით აპლიკაცია მარტივად პოულობს ახლომდებარე მძღოლს, რომელიც ყველაზე სწრაფად მოვა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელდება და განსაკუთრებით პრობლემებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეუქმნის.