ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. ბესო კალანდაძემ, ნუგზარ კვაშალმა, ვახტანგ ტატიშვილმა და სხვა მომღერლებმა პრეზიდენტობის კანდიდატს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. საღამოს მსახიობი ბესო ბერულაშვილი უძღვებოდა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის კეთილდღეობის გარანტია.
იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ , ქუთაისის მერიის შენობის წინ ბრიფინგი გამართა. გუბერნატორი ქართველი სამხედროების ჰააგის სასამართლოზე წარდგენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად, თანხის გაყოფის დროს წარმოქმნილი უსიამოვნება სახელდება.
საერთაშორისო ტურნირზე “Prague Riedell Ice Cup,” რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა, ქართველმა მოციგურავემ ალინა ურუშაძემ იუნიორთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია ავრცელებს.