ხაჭოს ღვეზელები ვაშლის გულსართით
ფუმფულა ხაჭოს ღვეზელები მთელი ოჯახისთვის. გემრიელი და სასარგებლოა ყველასთვის.
ინგრედიენტები:
200 გრამი ხაჭო (9%)
1 ცალი კვერცხი
85 გრამი დარბილებული ნაღების კარაქი
1 ს/კ შაქარი
1⁄4 ჩ/კ მარილი
1⁄2 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
150 გრამი ფქვილი
2 ცალი მოზრდილი ვაშლი
1⁄2 ჭიქა ქიშმიში (სურვილისამებრ)
1 ს/კ ნაღების კარაქი
2 ს/კ შაქარი
ვანილი ან დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, 1 ს/კ შაქარი, მარილი, 85 გრ. კარაქი; დაუმატეთ მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი და ისევ აურიეთ (თუკი ხაჭო ძალიან სქელია, თავიდან მისი ცხრილში გატარება მოგიწევთ). დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ რბილი ცომი, თუ საჭიროა გაზარდეთ ფქვილის რაოდენობაც. გადააფარეთ ცომს სუფთა ტილო და გადადგით.
გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით პატარა კუბიკებად. მცირე ზომის ქვაბში გაადნეთ 1 ს/კ ნაღების კარაქი, დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი (თუკი ვაშლი მჟავეა შეგიძლიათ შაქრის რაოდენობა გაზარდოთ) და ვაშლი, მოშუშეთ, სანამ მთელ წვენს არ შეიშრობს და ვაშლი კარგად არ დარბილდება. ბოლოს დაამატეთ ვანილი (ან დარიჩინი), აურიეთ და მიღებული გულსართი გადადგით გასაგრილებლად.
გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე, საცხობ ლანგარზე დააფარეთ პერგამენტი და წაუსვით კარაქი.
დაყავით ცომი 10 ნაწილად, გამოიყვანეთ ღვეზელები ვაშლის გულსართით, დააწყვეთ საცხობ ლანგარზე და ზემოდან წაუსვით კვერცხი.
გამოაცხეთ, სანამ ღვეზელების ზედაპირი ოქროსფერს არ მიიღებს.
სიახლეები
- სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- “სიტყვა “დამხობა” არ შეიძლება, მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს” – მდინარაძე
- “ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები” - მამუკა მდინარაძე
- “თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური, თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ” - მამუკა მდინარაძე
- “ქვეყნის ტერიტორიის 20%-მდე ოკუპირებულია – თუ იმ პერიოდში, როდესაც ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ყინული დაიძვრება და საბოლოოდ მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებამდე, არ არსებობს ადამიანი, რომელიც უბედნიერესი არ იქნება, მეც მათ რიცხვში ვარ” - მამუკა მდინარა