ალუბლის კლაფუტი
ალუბლის კლაფუტის ეს რეცეპტი ერთ-ერთი უმარტივესი ფრანგული დესერტია. სცადეთ და ისიამოვნეთ.
ინგრედიენტები:
600 გრამი ტკბილი ალუბალი
2 ს/კ გამდნარი კარაქი
4 ცალი კვერცხი
1 ჭიქა რძე
3⁄4 ჭიქა ფქვილი
1⁄4 ს/კ მარილი
1⁄2 ჭიქა შაქარი
1⁄2 ს/კ ნუშის ექსტრაქტი
1⁄2 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
შაქრის ფხვნილი
მომზადების წესი:
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე. წაუსვით კარაქი 26 სმ. სიგანის მრგვალ საცხობ დაფას და მოაყარეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი.
ჩააწყვეთ დაფაზე უკურკო ალუბალი ერთ ფენად და ცომის მომზადებამდე გადადეთ.
ათქვიფეთ კვერცხი დარჩენილ შაქართან და მარილთან ერთად, შეურიეთ ფქვილი, დაამატეთ რძე, ვანილის და ნუშის ექსტრაქტები და თქვიფეთ კარგად . ბოლოს დაამატეთ გამდნარი კარაქი და მოურიეთ. მიღებული მასა ძალიან ჰგავს ბლინების გასაკეთებელ მასას.
დაასხით ეს ნარევი ალუბალს და აცხვეთ 40–45 წუთის განმავლობაში, სანამ არ ამოვა და არ შეწითლდება.
გააგრილეთ რამდენიმე წუთით. მირთმევამდე მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. მიირთვით თბილი ან გრილი.
სიახლეები
- იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
- ,,როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი
- 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ირაკლი კუპრაძეს მინდა ვუთხრა: თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში!"- ალეკო ელისაშვილი
