მასკარპონეს ნაყინი ხილითა და გრანოლათი
ეს უბრალოდ ნაყინი არაა, ეს არის მასკარპონეს ნაყინი უგემრიელესი ხილით და ხრამუნა გრანოლათი
ინგრედიენტები:
11⁄2 ჭიქა მოუხდელი რძე
21⁄4 ჭიქა შაქარი
11⁄2 ჩ/კ ჟელატინი (არომატის გარეშე)
1 ჭიქა მასკარპონე
1 ცალი ლიმონის გახეხილი ცედრა
1⁄3 ჭიქა შვრიის ფანტელი
2 ს/კ ფქვილი
1⁄4 ჩ/კ მარილი
1 ს/კ დარბილებული უმარილო კარაქი
2 ჩ/კ თაფლი
4 ცალი გარგარი
1 ჭიქა ჟოლო
მომზადების წესი:
პატარა ქვაბში აურიეთ რძე, ¼ ჭიქა შაქარი და ჟელატინი და დატოვეთ 5 წუთით. რძე საშუალო ტემპერატურაზე გაათბეთ, ურიეთ შაქრისა და ჟელატინს გალღობამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ მასკარპონე და ლიმონის ცედრა, თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნაყინის მასა თასში გადაიტანეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. შემდეგ ჩაასხით ნაყინის გასაკეთებელ მოწყობილობაში და ინსტრუქციის შესაბამისად დაამზადეთ. ნაყინი კონტეინერში გადაიტანეთ და გაყინეთ გამყარებამდე, სულ ცოტა 4 საათით.
გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე. დააბლენდერეთ შვრია. მოათავსეთ თასში ფქვილთან და მარილთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ კარაქი და თაფლი. მიღებული ნაზავი თითებით აზილეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და მიღებული მასა ზედ გადაიტანეთ, გამოაცხვეთ დაახლოებით 25 წუთით. გრანოლა ბოლომდე გააცივეთ და პატარა ნაწილებად გატეხეთ.
პატარა ქვაბში აურიეთ დარჩენილი 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი და აადუღეთ, ურიეთ შაქრის დადნობამდე. სიროფი საშუალო თასში მოათავსეთ, თითოეული გარგარი შუაზე გაყავით, კურკები გადაყარეთ და სიროფში ჩააწყვეთ. სიროფი ბოლომდე გააცივეთ – სულ მცირე 4 საათით ან მთელი ღამით.
მირთმევის წესი: შუაზე გაყოფილი ჟოლო 4 თეფშზე (თეფშები ცივი უნდა იყოს) ან ჯამში გადაანაწილეთ. თითოეული თეფშის ცენტრში დადეთ გარგარის 2 ნაჭერი (სიროფი შეგიძლიათ სხვა რამეში გამოიყენოთ). მასკარპონეს ნაყინი კოვზით ხილის გვერდით გადაიტანეთ. მოაყარეთ გრანოლას ნატეხები და გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი