საზაფხულო ბადრიჯნის სალათა
ვისაც გიყვართ ბადრიჯანი, აუცილებლად უნდა მოამზადოთ ეს უმარტივესი სალათა.
ინგრედიენტები :
ბადრიჯანი - 4 ც
ხახვი - 2 ც
მწვანე ბულგარული წიწაკა - 2 ც
წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ც
სტაფილო - 2 ც
ნიორი - 3 კბილი
მწვანილი
მომზადების წესი :
გავრეცხავთ ბადრიჯანს, გავყოფთ შუაზე და ვჭრით გრძლად. შემდეგ ვაყრით მარილს და ცოტა ხნით გავაჩერებთ რომ მარილი კარგად შეიწოვოს. გავრეცხავთ და შევწვავთ გახურებულ ტაფაზე.
ამასობაში ვჭრით წითელ და მწვანე ბულგარულ წიწაკას გრძლად და წვრილად. ამასაც შევწვავთ, სტაფილოს ვჭრით წვრილად. ხახვს ვჭრით კუბიკებად და ვწვავთ .
დავჭყლიტოთ ნიორიც, შემდეგ ეს ყველაფერი მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მარილი გემოვნებით. შეგიძლიათ სუნელების მოყრა და მაიონეზის მოსხმაც.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
