„ჩაქათმული“
„ელეგანტურად სახლური“ - თამარ ბექაურის მთავარი კერძი „ჩაქათმული“
ინგრედიენტები :
ფქვილი - 400 გრ
მაწონი - 100 გრ
საფუარი - 5 გრ
წყალი - 100 მლ
მარილი
ქათამი - 1 ც
პომიდორი
ტომატ-პასტა
ხახვი - 2 ც
სტაფილო - 2 ც
ნიახურის ბოლქვი - 70 გრ
ნიორი - 3 კბ
ქინძი და ოხრახუში
რეჰანი
წითელი წიწაკა
მწვანე წიწაკა
კვერცხი
ზეთი
მწვანე ხახვი
მომზადების წესი :
ვათავსებთ ღრმა ჯამში ფქვილს, მაწონს, საფუარს, 5 გრამ მარილს, და 100 მლ წყალს და ვზელთ, როდესაც კარგად გადაიზილება ვამატებთ 20 მლ ზეთს და ისევ ვზელთ. სანამ ცომი ამოფუვდება ვამუშავებთ ქათამს, ფილეს და ბარკლის ნაწილს ვაჭრით ორივე მხარეს ისე რომ მთლიანობა შეინარჩუნოს და კანი, ბარკლის ძვალს ვაცლით და ვიწყებთ პომიდვრის სოუსის მომზადებას, ვათავსებთ დაბალ ცეცხლზე ქვაბში გახეხილ სტაფილოს, ნიორს, ხახვს, ნიახურის ბოლქვს და ვშუშავთ სანამ არ გახდება გამჭირვალე.
ვუმატებთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზ ტომატ პასტას რომ სასიამოვნო ფერი და ტექსტურა მიიღოს, როდესაც ტომატ პასტა მოიშუშება ვამატებთ გახეხილ პომიდორს და ვშუშავთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი, სანამ ტექსტურა არ გახდება ერთგვაროვანი.
ბოლოს ვუმატებთ მარილს და ცოტა შაქარს გემოვნებით რომ სიმჟავე დავაბალანსოთ. ამასობაში ვჭრით ყველანაირ სეზონურ მწვანილს და წიწაკას, დაბალ ცეცხლზე ვათავსებთ ტაფას და როდესაც გაცხელდება ვწვავთ კვერცს, ვაყრით ამ მწვანილების და წიწაკის მიქსს, ასევე მარილს გემოვნებით და ვახურავთ თავსახურს რომ ზემოდან კარგად შეიწვას.
ამასობაში ვიღებთ ამოფუებულ ცომს და სასურველ ზომებად ვჭრით, სამუშაო მაგიდაზე ვუსვამთ ზეთს და ვაბრტყელებ: გადავკეცავ, ისევ გავაბრტყელებ, ისევ ვუსვამთ ზეთს და ასე ვაკეთებთ დაახლოებით ხუთჯერ, შემდეგ ვწვავთ ორივე მხრიდან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე.
ვდგამთ ტაფას საშუალო ცეცხლზე და როდესაც გაცხელდება ვასხამთ ზეთს 1 სანტიმეტრზე, სანამ ზეთი გაცხელდება ვამშრალებთ ქაღალდით ქათმის ძვალგამოცლილ ნაწილს, კანის მხრიდან ვაყრით მარილს და ვიწყებთ წვას.
როდესაც ერთი მხრიდან კარგად შეიბრაწება ვაბრუნებთ და ვწვავთ მეორე მხრიდანაც.
ყველაფერი მზად გვაქვს შეგვიძლია დავიწყოთ კერძის აწყობა.
თეფშზე ვდებთ დაახლოებით 4 კოვზ პომიდვრის სოუსს, შემწვარ ქათამს ვჭრით სასურველ ზომებად და ვაწყობთ ერთ ნახევარზე, ხოლო მეორე ნახევარზე ვდებთ მწვანილიან კვერცხს, ვაფორმებთ ამ ყველაფერს სასურველი მწვანილით.
სიახლეები
- “თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება” – მეუფე შიო
- ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია
- ”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება” – მაია ბითაძე
- სოკოს სალათი
- “ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო” – ანა ნაცვლიშვილი