ასე გამოიყურება იდეალური კერძი
რატატუი სეზონური ბოსტნეულით - ასე გამოიყურება იდეალური კერძი
ინგრედიენტები რატატუისთვის:
მოცარელა
ნიორი
ქონდარი
პომიდორი
ყაბაყი
ბადრიჯანი
სოუსისთვის:
ხმელი ქონდარი, ორეგანო, ბაზილიკი
ნიორი
ხახვი
პომიდორი
ტკბილი წიწაკა, წითელი
მომზადების წესი :
მოამზადეთ სოუსი: ხახვი დაჭერით წმინდად და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა კუბიკებად. დაუმატეთ ხახვს და წიწაკას და შუშეთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი და შუშეთ კიდევ 5 წუთი. მზა სოუსი დააბლენდერეთ და დააბრუნეთ ცეცხლზე. გააჩერეთ კიდევ 5 წუთი და დაუმატეთ სურვილისამებრ ორეგენო, ბაზილიკი და ქონდარი.
ახლა მოამზადეთ ბოსტნეული. დაჭერით ბადრიჯანი და ყაბაყი თანაბარ წრეებად. ბადრიჯანს დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაავლეთ წყალი და გაწურეთ. დაჭერით მოცარელაც ყაბაყის და ბადრიჯნის ზომაზე.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
