ბულგარული წიწაკა სტაფილოს სატენით
თუ დატენილ ბულგარულს მოამზადებთ, ზამთრის სუსხიან დღეებში ზაფხულის ვიტამინები არ მოგაკლდებათ. გარდა ამისა, ის გემრიელი სამარხვო ვახშამი იქნება...
ინგრედიენტები:
ბულგარული წიწაკა - 1 კგ.
პომიდორი - 700 გრ.
ხახვი - 250 გრ.
სტაფილო - 300 გრ.
ოხრახუში - 40 გრ.
ზეთი - 1 ჭიქა,
მარილი - 25 გრ.
ძმარი - 1-2 ს/კ.
სურნელოვანი პილპილი - 5 მარცვალი
მომზადება:
ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ, თესლი ამოაცალეთ და თუშფალანგზე დატოვეთ, რათა წყლისგან დაიწრიტოს.
წვრილად დაჭრილი (ან გახეხილი) სტაფილო და ხახვი ზეთში ცალ-ცალკე მოშუშეთ.
პომიდორი ბლენდერში დაატრიალეთ. თუ ბლენდერი არ გაქვთ, პომიდორს კანი გააცალეთ და მსხვილ სახეხზე ან თუშფალანგზე გახეხეთ. გახეხილი პომიდორი 15-20 წუთი ადუღეთ. შემდეგ დაამატეთ მარილი, ძმარი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, სურნელოვანი წიწაკა და კიდევ 10 წუთი ხარშეთ.
ზეთი რამდენიმე წუთი ადუღეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, 70 გრადუსამდე გააგრილეთ და წინასწარ გამზადებულ სუფთა ქილებში ჩაასხით (1-ლიტრიან ქილაში 2 ს/კ).
ფარშისთვის გამზადებული ბოსტნეული და მარილი კარგად აურიეთ და ამ მასით ბულგარული წიწაკები გამოტენეთ.
დატენილი ბულგარული ქილებში ჩააწყვეთ და სანელებლებით შეზავებული, ცხელი ტომატი დაასხით.
ქილებს თავსახური დაახურეთ, შემდეგ გადმოაბრუნეთ და თავით დადგით, სანამ არ გაგრილდება.
შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.
შენიშვნა:
ქილები წინასწარ მდუღარე წყალში გაასტერილეთ: ნახევარლიტრიანი - 55 წთ. ლიტრიანი - 65 წთ. მაინც.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
