ქათამი ინგლისურად
მარტივად მოსამზადებელი, გემრიელად შეზავებული, წვნიანი და გემრიელი შემწვარი ქათამი მთელი ოჯახისათვის.
ინგრედიენტები:
ცალი ქათამი - 2
ცალი ლიმონის წვენი - 1
ზეითუნის ზეთი - 100 გრამი
დანაყილი ნიორი - 4 კბილი
გამხმარი ქონდარი - 11⁄2 ჩ/კ
გამხმარი როზმარინი - 3 ჩ/კ
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
წითელი წიწაკის ფანტელები - 11⁄2 ჩ/კ
მარილი
პილპილი გემოვნებით
გამდნარი უმარილო კარაქი
მომზადების წესი:
გაჭერით ქათამი შუაზე და ამოიღეთ ნეკნები და ხერხემალი.
აურიეთ კარაქის გარდა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და გააჩერეთ ქათამი მიღებულ მარინადში 2–6 საათამდე, ოთახის ტემპერატურაზე.
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 260°C-ზე.
ამოიღეთ ქათამი მარინადიდან და მეტ–ნაკლებად შეამშრალეთ.
დააწყვეთ ლანგარზე, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და აცხვეთ 20–25 წუთით, ცხობისას ერთი–ორჯერ წაუსვით კარაქი.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
