სამარხვო ტოლმა ბულგურით
დღეს გემრიელი და სასარგებლო სამარხვო ტოლმა მაქვს მომზადებული.ბულგურის დადებით თვისებებზე ყველას გვსმენია და გემოც არაჩვეულებრივი აქვს.ტოლმა მოვამზადე საცდელად,მცირე რაოდენობით,მოეწონებოდათ თუ არა ბავშვებს დავტესტე.
ინგრედიენტები:
1 ჭ ბულგური
მწვანე ბულგარული წიწაკა
1 თ ხახვი
3 ც სტაფილო
4 ც პომიდორი
1ს/კ ლიმონის წვენი
1/2 ჩ/კ კურკუმა,უცხო სუნელი,წიწაკა,მარილი
მწვანილი,მწვანე ხახვი
მომზადება:
ბულგური გავრეცხე , 1:2 ადუღებული წყალი დავასხი და გადავდე.ბულგარულ წიწაკას მოვაჭერი თავები,გადავდე გასაფორმებლად,მოვწალე ადუღებულ წყალში.ცალკე ზეთში მოვთუშე ხახვი,ნიორი,მწარე წიწაკა,სტაფილო და შევურიე ბულგური.ვთუშე 2-3 წთ.ბულგარული წიწაკა შევავსე ბულგურის გულსართით,მოვათავსე ქვაბში და მოვასხი დაბლენდერებული პომიდორის წვენი,წამოვადუღე,შევკმაზე და სრულ მომზადებამდე დაბალ ცეცხლე გავაჩერე.მე არ მიყვარს ძალიან დარბილებული ბულგარული წიწაკა ამიტომ 5-7 წთ საკმარისი იყო.ბოლოს მოვაყარე დაჭრილი მწვანილი.
მინდა გითხრათ გემრიელი კერძი გამოვიდა და ბავშვებსაც მოეწონათ.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
