სამარხვო ტორტი
ინგრედიენტები
მომზადების წესი;
ერთი ჩაის ჭიქა ზეთი, ორი მესამედი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი და სოდა კარგად აურიეთ და შეაზილეთ დაახლოებით სამნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი.
მიღებული რბილი ცომი დაყავით ორ მოზრდილ (და ერთ პატარა)* ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე ცოტაოდენ ფქვილმოყრილ ტაფაში. როცა გავარდისფერდება, მზად იქნება.
კრემი: ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი და ვანილი აურიეთ და კარგად გახსენით ერთნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში. შედგით ნელ ცეცხლზე, მორევით აადუღეთ და ხარშეთ ხუთი წუთით.
შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, შეაზილეთ სამარხვო ცხიმი და შეურიეთ დაჭრილი მოხალული თხილი/ნიგოზი.
ერთ გამომცხვარ ფირფიტას თანაბრად წაუსვით კრემის ნახევარი, დაადეთ მეორე ფირფიტა, წაუსვით კრემის დარჩენილი მეორე ნახევარი.
სამარხვო ტორტს ზემოდან მოაყარეთ თხლად დაჭრილი ნუში (ან დაფხვნილი პატარა ფირფიტა)*.
წყარო:kulinaria.ge
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
