"ზაფხულის გემო"- უგემრიელესი დესერტი ჭიქებში
ინგრედიენტები
- ატამი - 4 ცალი
- ჟოლო - 300 გრ
- მაღალპროცენტიანი ნაღები - 200 გრ
- ლიმონის წვენი - 3 სკ
- ლიმონის ცედრა - 2 სკ
- შაქარი - 8 სკ
- მასკარპონე - 200 გრ
მომზადების წესები
1. მიქსერით კარგად ავთქვიფოთ 180 გრ მასკარპონე და 6 სკ შაქარი, დავუმატოთ 2სკ ლიმონის ცედრა, 3 სკ ლიმონის წვენი და კარგად ავთქვიფოთ.
2. მეორე ჯამში ერთმანეთს კარგად შევურიოთ 200 გრ მაღალპროცენტიანი ნაღები და გამზადებული მასკარპონეს მასა.
3. 200 გრ ჟოლო ( შეგიძლიათ შეცვალოთ მარწყვით ან ალუბლით) და 2 სკ შაქარი დავაბლენდეროთ, შევურიოთ ჟოლოს დარჩენილი ნაწილი.
4. გამჭვირვალე ჭიქების ძირზე მოვაწყოთ ძალიან მწიფე ატმის ნაჭრები, მოვასხათ მომზადებული მასკარპონეს კრემი, შემდეგ ჟოლოს მასა, ზემოდან კი მოვრთოთ ატმის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!

სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ