უგემრიელესი ნამცხვარი „ვულკანი“ ორნაირი ცომით - მოამზადეთ საყვარელი ადამიანებისთვის
ინგრედიენტები
- შაქარი - 250 გ (125 ცომში, 125 ხაჭოში)
- ფქვილი - 200 გ
- ხაჭო - 500 გ
- არაჟანი - 200 გ
- სოდა - 0.5 ჩკ
- ძმარი - 1 სკ
- მანის ბურღული - 2 სკ
- კარაქი - 3 სკ
- მარწყვი
- ვანილი
- კვერცხი - 5 ც
3 კვერცხი გათქვიფეთ მიქსერით მწიკვ მარილთან ერთად. კვერცხი რომ ამოვა, დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ შეათქვიფეთ არაჟანი.
სოდა გახსენით ძმარში.
ამოყვანილ კვერცხს დაუმატეთ გამდნარი კარაქი და ძმარში გახსნილი სოდა. ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და ნაზად ამოურიეთ. მასა გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ გამოსაცხობ ფორმაში (ჩვენთან 22 სმ დიამეტრი).
ხაჭოს დაუმატეთ 2 კვერცხი, ვანილი, მანის ბურღული და შაქარი. კარგად დააბლენდერეთ ერთგაროვანი მასის მიღებამდე. ხაჭოს მასა დაუმატეთ ფორმაში გადატანილ ცომს. გადაანაწილეთ ცენტრში. სურვილისამებრ, თავზე მოალაგეთ 5-7 ც მარწყვი. ოდნავ დააწექით თითით, რომ მასაში ჩავიდეს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათით (ნახევარი საათის შემდეგ ტემპერატურას 160 გრადუსამდე დაუწიეთ).
გააგრილეთ ნამცხვარი და მიირთვით!
სიახლეები
- „ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის” – გვანცა რაზმაძე
- ,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა"- მასატო კანდა
- აშშ-მა, ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის დროს, 30-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა
- ,,გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება"- მარტა კოსი
