ზაფხულში „ტორტი“ სწორედ ასეთი უნდა იყოს! - გრილი საზაფხულო სალათის მარტივი ალტერნატივა
ინგრედიენტები
- ყაბაყი - 5 ც
- კვერცხი - 3 ც
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ფქვილი - 6 სკ
- კამა - 1 კონა
- მაიონეზი - 200 გ
- ნიორი - 4 კბილი
- პამიდორი - 4 ც
ყაბაყი გახეხეთ, მარილი მოაყარეთ და 15 წუთით დააყოვნეთ. შემდეგ კარგად გაწურეთ და ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ კვერცხი, დაჭრილი კამა და პილპილი. კარგად ამოურიეთ, შემდეგ ფქვილიც დაუმატეთ და კვლავ ამოურიეთ.
ტაფა კარგად გააცხელეთ, ცოტა ზეთი დაასხით და ყაბაყის ბლინები გამოაცხვეთ.
მაიონეზს დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ.
დაიწყეთ „ტორტის“ აწყობა: ყაბაყის ბლინზე გადაანაწილეთ მაიონეზი, თავზე პამიდვრის ნაჭრები მოალაგეთ, შემდეგ ისევ ყაბაყის ბლინი, მაიონეზი, პამიდორი...
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
