ქათმის რულეტი ისპანახითა და სულგუნით
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე - 2 ცალი
- ისპანახი - ნახევარი კონა
- სულგუნი - 100 გ
- მარილი და პილპილი
- კვერცხი - 2 ცალი
- საფანელი
- კარაქი
ისპანახი გავრეცხოთ და მოვწალოთ ადუღებულ წყალში. შემდეგ ხელით კარგად გავწუროთ. ქათმის ფილე ჩავჭრათ, ისე რომ
წიგნივით გადაიშალოს, მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და გულში ჩავუდოთ ისპანახი და ყველი,
გადავახვიოთ და დავამაგროთ კულინარიული ძაფით, ისე რომ არ გაიშალოს. შემდეგ ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შევწვათ ცხელ ტაფაზე კარაქში.
სიახლეები
- ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- ერევანში ჩეჩნეთიდან გაქცეული გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
- ჰონგ-კონგის აეროპორტის დასაფრენი ბილიკიდან სატვირთო თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა – არის მსხვერპლი
- “ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა, ესეც საინტერესო მომენტია – როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის” – პაპუაშვილი
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო