ჟოლოს ჩიზქეიქი - ნამდვილი ნეტარება მათთვის, ვინც სრულყოფილი დესერტის ფასი იცის!

ინგრედიენტები გათვლილია 18 სმ დიამეტრის ფორმისთვის.

ინგრედიენტები

ბისკვიტი
  • კვერცხი - 2 ც
  • შაქარი - 60 გ
  • მწიკვი მარილი
  • ლიმონის წვენი - 1 სკ
  • 1/2 ლიმონის ცედრა
  • ფქვილი - 60 გ
 
 
ხაჭოს მუსი
 
  • ხაჭო - 250 გ
  • რძე - 100 მლ
  • შაქარი - 100 გ
  • ვანილი
  • ჟელატინი - 15 გ
  • ნაღები 33% - 170 მლ
 
ჟოლოს ჟელე
  • ჟოლო - 150 გ
  • ჟოლოს ჟელე: - 150 მლ
 
 
მომზადების წესები
 

ბისკვიტი: კვერცხი გათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად. კარგად რომ ამოვა და გათეთრდება, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, ეტაპობრივად ჩააცერით ფქვილი და ხის ან სილიკონის კოვზით ფრთხილად ამოურიეთ. გადაიტანეთ გამოსახობ ფორმაში და გამოცხვეთ 175 გარდუსზე 20 წუთით.

 

გაგრილებული ბისკვიტი ძალიან მაღალი თუ მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ, 1/3 ნაწილი მოაჭრათ. გადაიტანეთ ბისკვიტი მაღალ საკონდიტრო ფორმაში და გვერდებში საკონდიტრო ცელოფანი დაუფინეთ.

 

ხაჭოს მუსი: ჟელატინი წყალში დაალბეთ. რძეს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და მოურიეთ. გაზზე დადგით, შაქარი რომ გადნება, გადმოდგით და ჟელატინი დაუმატეთ. ჟელატინიც რომ გადნება, ეს მასა გააგრილეთ და ხაჭოს დაუმატეთ, კარგად დააბლენდერეთ. ნაღები კარგად ამოიყვანეთ (გაითვალისწინეთ, ძალიან ცივი უნდა იყოს) და ხაჭოს მასას დაუმატეთ. ხის ან სილიკონის კოვზით მოურიეთ.

 

ბისკვიტი რძით ან სიროფით დანამეთ და ხაჭო მუსი ჩაასხით. შედგით მაცივარში 1 საათით.

 

ტორტის თავზე ჟოლო მოალაგეთ, შემდეგ გამზადებული და გაგრილებული ჟელე მოასხით (ჟელეს მომზადების წესსა და პროპორციებს შეფუთვაზე ნახავთ). დააყოვნეთ მაცივარში კიდევ 1 ან ორი საათით. შემოაცალეთ ფორმა და მიირთვით.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 3444 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.