თაშმიჯაბი - როგორ უნდა მოამზადოთ სვანური სამზარეულოს სიამაყე
ქართული სამზარეულოს უნიკალურ გემოზე ქართველებიც და უცხოელებიც ერთხმად თანხმდებიან.
თუმცა, არის კერძები, რომლებსაც ქართველებიც ნაკლებად ვიცნობთ და მხოლოდ ამა თუ იმ კუთხეში მოხვედრის შემდეგ დავაგემოვნებთ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთია თაშმიჯაბი - თამამად შეიძლება ითქვას სვანური სამზარეულოს სიამაყე, რომელსაც სვანეთში ყველგან აკეთებენ და სტუმრებსაც სიამოვნებით უმასპინძლდებიან.
თაშ'მ'ჯაბ (ქართულად ნიშნავს მოხარშულ ყველს), ზემო სვანეთში შუშას და მერწვსაც ეძახიან - კარტოფილის მდუღარე პიურეში ჩაზელილი ახალი ყველია, ამიტომაც მას ხშირად სვანურ ელარჯსაც უწოდებენ. მისი მომზადება ძალიან მარტივია, ცოტა ინგრედიენტსა და მცირე დროს მოითხოვს. ძნელია, მის დაგემოვნებაზე ვინმემ უარი თქვას. რა თქმა უნდა, უმჯობესია თაშმიჯაბი სვანეთის მთებში ყოფნისას გასინჯოთ, თუმცა მისი მომზადება და დაგემოვნება, არც სახლში იქნება ურიგო.
თაშმიჯაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კარტოფილი, - სასურველია სვანეთში მოყვანილი, რადგან ამ კერძს განსაკუთრებულ გემოს ზუსტად ადგილობრივი კარტოფილი სძენს, ასევე ჭყინტი ყველი (ახალი, რბილი სულგუნიც შეიძლება), წყალი და მარილი.
თუ ამ კერძს სახლში ამზადებთ, უკეთესია, თუ მას ქვაბიდან სასწრაფოდ თეფშზე გადაიტანთ და ასევე სწრაფად მიირთმევთ, რომ არ გაცივდეს. ამასთან, შეგიძლიათ ბურთულები გააკეთოთ, გააცივოთ - ამ შემთხვევაში ყველი წელვადი აღარ იქნება, თუმცა ორიგინალური კერძი-სტარტერი გამოგივათ.
სიახლეები
- ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- ერევანში ჩეჩნეთიდან გაქცეული გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
- ჰონგ-კონგის აეროპორტის დასაფრენი ბილიკიდან სატვირთო თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა – არის მსხვერპლი
- “ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა, ესეც საინტერესო მომენტია – როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის” – პაპუაშვილი
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო