ტორტი სენდვიჩი - ორიგინალური, ეფექტური და გემრიელი
ასეთი ორიგინალური და ეფექტური ტორტი-სენდვიჩით აუცილებლად აღაფრთოვანებთ სტუმრებს.
გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელია, ასევე ძალიან ლამაზია. ინგრედიენტები შეგიძლიათ თქვენი სურვილით შეცვალოთ ან გაამრავალფეროვნოთ.
ინგრედიენტები
- მრგვალი პური
- კრემ-ყველი (cream cheese) - 250-300 გ
- არაჟანი - 100 გ
- კიტრი - 2 ცალი
- შებოლილი ან დამარილებული ორაგული - 150 გ
- კამა
- ლიმონის წვენი - 1 ს.კ
- მარილი
- ჩერი პომიდორი
- მწვანე ხახვი
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს 150 გ კრემ-ყველი, დაჭრილი კამა, ლიმონის წვენი, ცოტა მარილი და აურიეთ. კიტრი ძალიან თხლად დაჭერით. მრგვალ პურს (უმჯობესია წინა დღის) , მოაჭერით ქერქი და შუაგული ტორტის ბისკვიტივით გაჭერით 5 თხელ ფენად. დადეთ თეფშზე ერთი ფირფიტა, წაუსვით კრემ-ყველის თხელი ფენა და დაალაგეთ კიტრი. დაადეთ მეორე ფენა პური, კვლავ წაუსვით კრემის თხელი ფენა და ამჯერად დაალაგეთ შებოლილი ან დამარილებული ორაგული. გაიმეორეთ ფენები ისევ კიტრით და ორაგულით. მეხუთე ფენას არაფერი დაადოთ .
შეურიეთ ერთმანეთს კრემ-ყველის მეორე ნაწილი და არაჟანი. ეს ნარევი გადაუსვით "ტორტს" ზემოდან და გვერდებზე.
ზემოდან გააფორმეთ დაჭრილი ჩერი პომიდვრით და ბოლოკის ფირფიტებით, გვერდებზე კი მწვანე ხახვის ღერებით. მირთმევამდე შეინახეთ მაცივარში.
შეურიეთ ერთმანეთს კრემ-ყველის მეორე ნაწილი და არაჟანი. ეს ნარევი გადაუსვით "ტორტს" ზემოდან და გვერდებზე.
ზემოდან გააფორმეთ დაჭრილი ჩერი პომიდვრით და ბოლოკის ფირფიტებით, გვერდებზე კი მწვანე ხახვის ღერებით. მირთმევამდე შეინახეთ მაცივარში.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
