ლავაშის ბლინები ორნაირი ყველით და მწვანილით
ინგრედიენტები
- თხელი ლავაში - 2 ცალი
- ყველი მოცარელა - 50 გ
- გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 50-70 გ
- არაჟანი - 2-3 ს/კ
- მწვანე ხახვი - ერთი კონა
- დაჭრილი ოხრახუში - ერთი კონა
- მარილი და პილპილი - გემოვნებით
- ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
დაჭერით მოცარელა პატარა კუბიკებად, დაუმატეთ მსხვილად გახეხილი ყველი. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და ოხრახუსი და დაუმატეთ ყველის ნარევს. მოასხით არაჟანი, მოაყარეთ გემოვნებით მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
დაჭერით ლავაში სწორკუთხედებად (დაახლოებით 20სმ 15სმ-ზე). დაჭრილი ლავაშის კიდეზე მოაათავსეთ ყველის მასა, გადაახვიეთ ბლინივით, თან შეუკეცეთ კიდეები.
გააჩერეთ გახვეული ლავაშები 3-4 წუთი, რათა გულსართი გაუჯდეს.
შემდეგ შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან (2-4 წუთი თითო მხარეს). მიირთვით ცხელ-ცხელი ნებისმიერ სოუსთან ერთად.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
