ხაჭოს ნამცხვარი ჟოლოთი და მოცვით ფქვილის გარეშე - ნამდვილი საზაფხულო დესერტი
ინგრედიენტები
- ხაჭო - 600 გ
- არაჟანი - 350 გ
- კვერცხი - 4 ც
- შაქარი - 90 გ
- ვანილი
- სახამებელი - 30 გ (კარტოფილის)
- ჟოლო - 150-200 გ
- მოცვი - 150 გ
კვერცხის გული და ცილა განაცალკევეთ. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხის გული, სახამებელი, 250 გ არაჟანი და ჟოლო. ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, მზად არის.
კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ მწიკვ მარილთან ერთად. მასა რომ გათეთრდება და ამოვა, შაქარი შეათქვიფეთ (დაახლოებით, 50 გრამი). ბეზე კარგად რომ ამოვა, ხის ან სილიკონის კოვზით შეურიეთ ხაჭოს ცომს ნელ-ნელა, ეტაპობრივად. ცომი გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის, პერგამენტიან ფორმაში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-60 წუთით.
კრემის მოსამზადებლად 100 გ არაჟანს 2 სკ შაქარი დაუმატეთ. გადაანაწილეთ გამომცხვარ ბისკვიტზე, თავზე მოცვი მოაწყვეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
