ყველაზე გემრიელი და მარტივი მობრაწულა სოკოთი და ხორცის ფარშით
ინგრედიენტები
- ქამა სოკო - 300 გ
- გახეხილი ყველი - 200 გ
- არაჟანი - 2 ს/კ
- მაიონეზი - 2 ს/კ
- საქონლის ხორცის ფარში - 300 გ
- კარტოფილი - 5-6 ცალი, საშუალო ზომის
- ხახვი - 2-3 თავი
- მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით ლითონის ფირფიტას ზეთი ან ზეითუნის ზეთი.
დააწყვეთ ფენა-ფენა ინგრედიენტები.
პირველი ფენა – ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი;
მე-2 ფენა – მრგვალ, თხელ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, მარილი და პილპილი.
მესამე ფენა – ხორცის ფარში – მარილი და პილპილი;
მეოთხე ფენა – დაჭრილი ქამა სოკო;
მეხუთე ფენა – გახეხილი ყველი;
მეექვსე ფენა მაიონეზი და 2 კოვზი არაჟანი.
აცხვეთ 30-40 წუთი.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
