ტომატში ჩათუშული ქათმის ფილე სულგუნით
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე - 4 ცალი
- სულგუნი - 4 ნაჭერი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოცარელათი)
- ზეითუნის ზეთი - შესაწვავად
- მარილი და პილპილი
- იტალიური სუნელები (ორეგანო, ბაზილიკი)
- ნიორი - 2-3 კბილი
- ძმარი ბალზამიკო - 50 მლ
- ტომატის პიურე - 200 გ
- ხმელი ბაზილიკი ან შაშკვლავი - გემოვნებით
- წითელი წიწაკა, დაღერღილი
გააცხელეთ ზეითუნის ზეთი ტაფაზე, დაალაგეთ ქათმის ფილეები, მოაყარეთ მარილი და პილპილი, იტალიური ხმელი ბალახები და შეწვით ორივე მხრიდან 5-5 წუთის განმავლობაში, მოაყარეთ კიდევ სანელებლები. გადმოიღეთ ტაფიდან ფილე და იგივე ცხიმში მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ბალზამიკო, ტომატის პიურე, დაჭრილი ბაზილიკი ან შაშკვლავი, დაღერღილი წითელი წიწაკა და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
ჩაალაგეთ ტომატის მოთუშულ პიურეში ქათმის ფილეები, დაალაგეთ ზემოდან სულგუნის (ან მოცარელას ნაჭრები) და თუშეთ თავდახურულ ტაფაში 5-7 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ბაზილიკი და პილპილი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
