როგორ შევინარჩუნოთ მწვანილი უფრო დიდხანს – 5 სასარგებლო რჩევა მისი შენახვისა და სწორად დამუშავების შესახებ
ნებისმიერი საკვები მწვანილი - ყველანაირი ჯიშის სალათის ფოთოლი და ფოთლოვანი ბოსტნეული, კერძს არომატულსა და გემრიელს ხდის. როგორ გამოვიყენოთ სწორად და შევინახოთ დიდხანს?
იხილეთ 5 რჩევა მწვანილის სწორად შერჩევის, შენახვისა და დამუშავების შესახებ:
1. მოწყვიტეთ მშრალ ამინდში და არასდროს შეიძინოთ დანამული მწვანილი
არასოდეს დაკრიფოთ მწვანილი წვიმის შემდეგ, თუნდაც ძალიან გსურდეთ მისი სალათისთვის დამატება. წვიმის წყალი აფუჭებს გემოს, მაშინაც კი, თუ ფოთლებს გააშრობთ.
2. შეინახეთ მაცივარში ან ჩადეთ წყალში
ნებისმიერი ახალი მწვანილი ინახება მცირე დროით. მაცივარში მაქსიმუმ 5 დღე ძლებს. შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ მისი სიცოცხლე, თუ მწვანილს შაქრიან წყალში მოათავსებთ.
მეორე გზაა, ჰორიზონტალურად დაალაგოთ ღეროები და ლითონის ჭურჭელში შეინახოთ, რადგან პლასტმასის კონტეინერში მწვანილი სწრაფად ლპება.
3. მოაცილეთ დაზიანებული ყლორტები
კარგად გარეცხვა არ არის საკმარისი, მოაცილეთ დაზიანებული ყლორტები და მოათავსეთ მწვანილი კარგად დამარილებულ წყალში, ისე რომ მწვანილი ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს. გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მსუბუქად გამოწურეთ და გარეცხეთ ონკანის ქვეშ. ამ გზით თქვენ მოიშორებთ ქვიშას და ყველა იმ ბაქტერიას, რაც შეიძლება არსებობდეს მწვანილზე.
4. გამოშრობა გამოყენებამდე
გარეცხილი მწვანილი გამოყენებამდე კარგად გააშრეთ ჩაის ტილოზე ან ქაღალდის ხელსახოცზე.
5. დაჭერით მხოლოდ ბასრი დანით
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბასრი დანა. თუ დაქუცმაცების შემდეგ დაფაზე რჩება მწვანე ზოლები, აუცილებლად უნდა თქვათ უარი ამ დანის გამოყენებაზე.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი