შემოდგომის მთავარი კერძი - გოგრა ოსპითა და ხორცის ფარშით
ინგრედიენტები
- გოგრა - 1 ცალი
- ხახვი - 1 თავი
- ნუშის ფირფიტები - 20 გრ
- ოსპი - 240 გრ
- საქონლის ხორცის ფარში - 100 გრ
- ნიორი - 2 კბილი
- პომიდორი - 2 ცალი
- ქოქოსის რძე - 200 მლ
- ზეთი
- ქარის სანელებელი
- ცხარე წიწაკა - 1 ცალი
- მარილი და პილპილი
გოგრას მოვაჭრათ თავი, გულში თესლი ამოვაცალოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, შიგნიდან წავუსვათ ზეთი და შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით, სანამ დაიბრაწება. პარალელურად ნიორი დავნაყოთ, წიწაკა და პომიდორი დავჭრათ, დავკეპოთ ოხრახუში. ტაფაში გავაცხელოთ 2 სკ ზეთი, დავუმატოთ ნიორი, ქარის სანელებელი და მოვშუშოთ 1 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ ხორცის ფარში, პომიდორი, ქოქოსის რძე, ოსპი და წიწაკა. ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში, როცა შესქელდება სოუსი, დავუმატოთ ისპანახი, ნახევარი ოხრახუში, მარილი და პილპილი. მომზადებული მასა მოვათავსოთ გოგრაში, მოვაყაროთ ნუში და დანარჩენი ოხრახუში.
სიახლეები
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა
- სუსის ინფორმაციით ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
- პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 159-მა მსჯავრდებულმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება
- ,,პოლიტიკოსებს ვერ გამოგვყავს საკმარისი ხალხი"- ზურაბ ჯაფარიძე
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
