ივნისი 09 2024 წაკითხვა 527 ჯერ

რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან 589 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის მრავალფუნქციური მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-57“ განადგურდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აეროდრომზე მდგომი თვითმფრინავის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით იუწყება.

ივნისი 07 2024 წაკითხვა 407 ჯერ

ჩვენ საქართველოს არანაირად არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს - საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებს შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია თუ როგორ გვსურს გაგრძელება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ივნისი 06 2024 წაკითხვა 473 ჯერ

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები სენატორ ჯო ვილსონს ღია წერს უგზავნიან. ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორია.

ივნისი 05 2024 წაკითხვა 485 ჯერ

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 210 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა, – ამის შესახებ აღნიშნულია „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში, რომელიც თანამგზავრებიდან გადაღებულ მასალებს ეყრდნობა.

ივნისი 05 2024 წაკითხვა 443 ჯერ

გერმანია არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა გერმანიის არმია 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

ივნისი 05 2024 წაკითხვა 741 ჯერ

ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 78-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

როგორც საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.

გვერდი 103 სულ 374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.