"გერმანია უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, თუმცა ქვეყნის არმია 2029 წლისთვის ომისთვის უნდა იყოს მზად"
გერმანია არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა გერმანიის არმია 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც შემაკავებლებმა, რათა თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი. საგანგებო სიტუაციებში გვჭირდება ძლიერი ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ, დაიცვან ეს ქვეყანა“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ბორის პისტორიუსის განცხადებით, აუცილებელია სამხედრო სამსახურის ახალი ფორმა, რომელიც არ შეიძლება, სრულიად თავისუფალი იყოს ვალდებულებისგან.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ 2011 წელს სამხედრო გაწვევა შეაჩერა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბორის პისტორიუსი, სავარაუდოდ, მალე წარადგენს წინადადებებს შესაძლო გაწვევის აღდგენის შესახებ.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
