NASA კოსმოსში რობოტი ძაღლის გაგზავნას გეგმავს
NASA მარსზე, Boston Dynamics-ის მიერ შემუშავებული, Au-Spot-ის მოდელის რობოტი ძაღლის გაგზავნას გეგმავს.
ამის შესახებ სამეცნიერო ინტერნეტ პორტალი Futurism იუწყება.
გამოცემის ცნობით, რობოტი ძაღლები მარსიანულ კვლევებში მიიღებენ მონაწილეობას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მარსის რელიეფებზე ძაღლი რობოტები მანევრირებას უკეთ შეძლებენ, ვიდრე კოსმოსში მანამდე გაშვებული რობოტები.
Au-Spot-ის რობოტები განსაკუთრებული სიმსუბუქითაც გამოირჩევიან. მათ 5 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. ამასთან, რობოტები სხვადასხვა სენსორებით არიან აღჭურვილნი, რისი მეშვეობითაც მარსის შემოგარენის 3D სურათის გადაღების უნარი აქვთ.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
