"სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამი გაცილებით საშიშია" - Daily Mail
კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო საშიში იყოს, ვიდრე აქამდე არსებული COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთა ჯგუფს ხელმძღვანელმა ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსების საკითხებში, პროფესორმა პიტერ ჰორბიმ განაცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კორონავირუსის ინფექციის ახალი შტამი უფრო მარტივად ვრცელდება ვიდრე აქამდე არსებული შტამი. ამასთან, მუტაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ანტისხეულების ნეიტრალიზაციის უნარზე. ამ მხრივ, კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მთელ მსოფლიოში იზრდება, ხოლო ვაქცინების ეფექტურობა ეჭვქვეშ დგება.
პიტერ ჰორბიმ აღნიშნა, რომ კორონავირუსის მუტაციების შესწავლის სტრუქტურული მონაცემები, შიშის საფუძველს ნამდვილად იძლევა, თუმცა საბოლოო შედეგებისათვის მისი ლაბორატორიული გადამოწმებაა აუცილებელი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
