"სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება" – ბილ გეითსი ორი საფრთხის შესახებ საუბრობს
პანდემიის შემდეგ კაცობრიობა კლიმატის ცვლილებისა და ბიოტერორიზმის საფრთხის წინაშე დადგება, – აღნიშნულის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი საუბრობს. მან ამ ყოველივეზე YouTube-ის არხ Veritasium-თან ინტერვიუში განაცხადა.
გეითსი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება არის ის უდიდესი საფრთხე, რომლისთვისაც მსოფლიო მზად არ არის.
„ერთ-ერთი ასეთი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა, რის გამოც, მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება“, - აღნიშნა ბილ გეითსმა.
მან ასევე ისაუბრა ბიოტერორიზმზეც, რომლის წინაშეც კაცობრიობა დადგება:
„ვისაც ზიანის მიყენება სურს, შეუძლია ვირუსი შექმნას. ეს კი ნიშნავს, რომ ამ მოვლენის წინაშე აღმოჩენის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე ბუნებრივი ეპიდემიის წინაშე“, - განაცხადა ბილ გეითსმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
