ტრამპის იმპიჩმენტი ჩავარდა - სენატორებს 10 ხმა დააკლდათ

“აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 6 იანვარს ამბოხის წახალისებაში უდანაშაულოდ სცნეს და მისი იმპიჩმენტი არ შედგა.

აშშ-ის ისტორიაში ტრამპი ერთადერთი პრეზიდეტნტია, რომელსაც ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს, მაგრამ ორივეჯერ გაამართლეს. სენატორების გამამართლებელი ვერდიქტისა და არშემდგარი იმპიჩმენტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც განსახილველად გამოტანილმა საკითხმა ხმათა უმრავლესობა ვერ მიიღო. 6 იანვარს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისას დონალდ ტრამპი დაადანაშაულეს ამბოხის წახალისებასა და მის კონტროლში, თუმცა სენატზე ხმათა ორი მესამედის მიუღწევლობის შემდეგ საიმპიჩმენტო პროცესი დასრულდა. ტრამპის წინააღმდეგ შაბათს 57 სენატორმა მისცა ხმა, იმპიჩმენტისთვის კი საჭირო იყო 67-ის მხარდაჭერა. “რესპუბლიკელების” მხრიდან 43-მა სენატორმა ტრამპი ამბოხის წახალისებაში უდანაშაულოდ ცნო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტრამპის იმპიჩმენტი ჩავარდა - სენატორებს 10 ხმა დააკლდათ.

 

“ხმის მიცემისა და საიმპიჩმენტო პროცესის დასრულების შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიხედავად დამდგარი შედეგისა და ტრაპის გამართლებისა, “ბრალდების არსი ეჭვგარეშეა”. თავად ტრამპის ადმინისტრაციამ იმპიჩმენტის დასრულების პროცესი “ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კუდიანებზე ნადირობის ერთ-ერთ ფაზად”შეაფასა. ტრამპის ოფისის განცხადებაში წერია, რომ იგი დანებებას არ აპირებენ და უახლოეს მომავალში სიახლეებს დააანონსებენ, რომელთა მეშვეობითაც გაგრძელდება “წარმოუდგენელი მოგზაურობა ამერიკული სიდიადისკენ”. დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “6 იანვარი აშშ-ის ისტორიაში სირცხვილის დღედ დარჩება. ხოლო ტრამპისთვის ბრალის წაყენებზე უარის თქმა კი აშშ-ის სენატის ისტორიაში კენჭისყრის ყველაზე სამარცხვინო პრეცედენტი იქნება”. სენატის გადაწყვეტილებისა და საიმპიჩმენტო პროცესის დასრულების შედეგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2024 წელსაა ჩანიშნული, დონალდ ტრამპს სრული უფლება ექნება, რომ ისევ იყაროს კენჭი და პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში ჩაებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დონალდ ტრამპის დაცვის მხარემ იმპიჩმენტის შესახებ ხმის მიცემის პროცესამდე ერთი დღით ადრე, პარასკევს წარადგინა ყველა თავისი არგუმენტი მისი პოზიციების დასაცავად. როგორც “ბი-ბი-სი” წერს, არც დემოკრატებსა და არც რესპუბლიკელებს არ სურდათ პროცესის გაწელვა და ვერდიქტის გამოტანა იმდენად დააჩქარეს, რომ მოწმეთა გამოძახებაზეც კი არ დაკარგეს დროს. ტრამპის თანაპარტიელმა, “რესპუბლიკელმა” ჯეიმი ერერა ბიუტლერმა, რომელიც იმ 10 რესპუბლიკელიდან ერთ-ერთი იყო, ვინც ტრამპის წინააღმდეგ წავიდა, განაცხადა, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმში ხალხს შეჭრისას ტრამპს დაძაბული სატელეფონო საუბარი ჰქონდა წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერ კევინ მაკარტისთან, რომელმაც სიტუაციის მოგვარება სთხოვა ტრამპს. ბიუტლერის თქმით, თავიდან ტრამპმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმში არა მისი მხარდამჭერები, არამედ მემარცხენე ანარქისტები შეიჭრნენ, თუმცა მაკარტის შენიშვნაზე, რომ ტრამპის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება, ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა: “მაშინ გამოდის, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად დარდობენ და მეტად არიან არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოები, ვიდრე შენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ბი-ბი-სის” თანახმად, დემოკრატები საიმპიჩმენტო პროცესის ჩავარდნის გარდაუვლობას მაშინ მიხვდნენ, როდესაც 17 რესპუბლიკელი ვერ გადმოიბირეს ტრამპის დასადანაშაულებლად, ხოლო სხვა მოწმეების გამოძახების შემთხვევაში პროცესი ძალიან დიდი ხნით გაიწელებოდა, რაც ახალი პრეზიდენტის მმართველობის დასაწყისში არაკომფორტული იქნებოდა. ცნობისთვის, პირველი იმპიჩმენტი დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტობის დროს, გასულ წელს გამოუცხადეს და ბრალად დასდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სასამართლო პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით. თუმცა, იმპიჩმენტის გამოცხადება მაშინაც ვერ მოხერხდა”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 449 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.